| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - აჟიოტაჟის განელებამდე დოლარის შესყიდვის სებ-ის გადაწყვეტილებამ ფინანსისტების ნაწილი გააოცა. თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი გიგა ბედინეიშვილი დასუსტებული ლარის პირობებში მისი გაუფასურების წახალისებას არ იწონებს.არც რეზერვების შევსებაა მისთის მყარი არგუმენტი. „ასეთ გადაწყვეტილებას, მხოლოდ ცენტრალური ბანკის სუსტი მმართველი თუ მიიღებს და არ არის იმის მანიშნებელი, რომ ყველაზე ფრთხილი, ჭკვიანი და წინდახედულია“.
სებ-მა 3-თვიანი პაუზის შემდეგ, სავალუტო აუქციონზე $10 მილიონი შეისყიდა და ბაზარს 27 მლნ-ზე მეტი ლარი მიაწოდა. წინა ტრანზაქციების კურსი იყო $1/₾2.64-2.649, 0.10%-ული პუნქტით ნაკლები.
თებერვალში $50 შეისყიდა, რასაც $51მლნ ბანკების შეძენილი
ოფციონების განაღდებით მიამატა.
„ბანკებს მოლოდინები გაუმტყუნდა“ - ბედინეიშვილი მიიჩნევს, რომ ბანკებმა ფული წააგეს,
თუმცა ბენეფიციარების თავს წაგებულად არ მიიჩნევენ, რადგან ამ ინსტრუმენტით სარგებლობა ძალიან
იაფი ჯდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss