ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
გვინდა ვიყოთ ყველაზე მომგებიანი - ნიკა შურღაია
მარიამ მინაძე
10 ივნისი, 2019, 12:14
გვინდა ვიყოთ ყველაზე მომგებიანი - ნიკა შურღაია

თბილისი (GBC) – თიბისის პარტიორი აზერბაიჯანული ნიკოილ ბანკი, თიბისის მსგავსად ციფრული ეკოსისტემის განვითარებას გეგმავს. მთავარი გაყიდვების არხიც ციფრული იქნება, რომლის წილიც ამ ეტაპზე მცირეა. ნიკოილ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ნიკოლოზ შურღაიას განცხადებით, ნიკოილ ბანკის ამბიციები აზერბაიჯანში დიდია - “ჩვენ მცირე ზომის მაგრამ სწრაფად მზარდი ვართ ბაზარზე, სერიოზულად ვუდგებით მმართველობას, მენეჯმენტს და პრაქტიკას, და გვაქვს მაღალი ემისიები”.

“ჩვენ ძალიან მოგვწონს ქვეყანა სადაც ვოპერირებთ - აზერბაიჯანი, როგორც ახალგაზრდა ქვეყანა, 10 მილიონიანი მოსახლეობით და 45 მილიარდი მშპ-ით”, - აცხადებს შურღაია. 

ნიკოილ ბანკი ამ ეტაპზე 5 ძირითად კონკურენტს ხედავს. შურღაიას თქმით,  ბანკი აზერბაიჯანის ბაზარზე უცხოური კაპიტალის მქონე ყველაზე მსხვილი კერძო ბანკი უნდა გახდეს, რაც დაახლოებით მთლიან ბაზარზე მე-4  ყველაზე მსხვილ  მოთამაშეობას ნიშნავს. “ამავდროულად, ჩვენ გვინდა რომ ყველაზე მომგებიანები ვიყოთ”.

ბანკი ფილიალების ფართო ქსელის განვითარებას აზერბაიჯანში არ განიხილავს, რათა შემდგომ დახურვა არ მოუწიოს, შეინარჩუნებენ 12 ფილიალს ქვეყნის მასშტაბით, რომელთაგან 8 ბაქოშია.

თიბისიმ  აზერბაიჯანის ბაზარზე  გაფართოება შარშან  დანონსა, შვილობილი „თიბისი კრედიტის“ გამსხვილებით,  აზერბაიჯანულ „ნიკოილ ბანკათან“. ჯერ 10%-იანი  თანამონაწილეობით, შემდეგი კი გაზრდით, 50+1%-მდე.

თიბისის აზერბაიჯანულ ბანკთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება  აქვს გაფორმებული.

 „ნიკოილი“ აზერბაიჯანული კომერციული ბანკია, რომელიც  ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ყველა სახის საბანკო მომსახურებას სთავაზობს.   Q1/2019 - ის მდგომაროებით ბანკის აქტივები 680 მლნ ლარია.

ბოლო შეთანხებით თიბისიმ წლიურად  $3-5 მლნ-ის  ინვესტირების ვალდებულება აიღო. მანამდე “ნიკოილ ბანკის“ მთავარმა აქციონერმა (95.7% - ტოპაზ ინვესტმენტი)  $45 მლნ-ის ინვესტიცია ჩადო. 



მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები