| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – Fitch-მა სექტორის 10 წამყვანი ბანკის პოზიციონირება შეაფასა, გამოწვევების მიმართ რამდენად შეინარჩუნეს მდგრადობა. ასევე საფინანსო ბაზრის ახალი რეგულაციების მხრიდან შესაძლო წნეხი.
სარეიტინგო კომპანიის დასკვნით, პრობლემური სესხები მთლიან პორტფელთან 6% -ია (01.01.2019 -ის მდგომარეობით). რაც მიუთითებს აქტივების ხარისხზე, დადებით ეკონომიკურ ტენდენციებზე და გაცვლითი კურსის სტაბილურობაზე.
Fitch-ი რეგულაციების გამკაცრების შეზღუდვებს ელის, გარკვეულ პრობლემებს სესხებთან მიმართებაში, საცალო დაკრედიტების ახალი სტანდარტების დედოლარიზაციის გათვალისწინებით. თუმცა ამასთან კარგ ეკონომიკურ ზრდის პერსპექტივებს ხედავს.
ამასთან აღნიშნავს, რომ სავალუტო ცვლილებების მიმართ სექტორი უფრო მგრძნობიარეა, რაც საკრედიტო და გადახდისუნარიანობის მაჩვენებლებზე აისახება. პორტფელის მაღალ დოლარიზაციაზე (57% -01.01.2019-ის მდგომარეობით).
სესხები, გაზრდილი რისკებით ძირითადად ზომიერი იყო, პორტფელთან მიმართებაში -
6.6%. ბაზისბანკის და ქართუს გარდა, 12% -მდე კოეფიციენტით. საკრედიტო რისკები ბანკებმა რამდენიმე მეთოდით შეაფასეს,
რომ განესაზღვრათ ამა თუ იმ პერიოდში ცვლილება (ზრდა/კლება) რამ განაპირობა, ხარჯის ზრდის, მსესხებლის რეიტინგის შემცირების და
სესხის რესტრუქტურიზაციის გათვალისწინებით.
Fitch -ის შეფასებით, უმოქმედო სესხების დაფარვა, ზომიერად მიმდინარეობდა, რაც გირაოს აღსრულების უზრუნველყოფას უკავშირდება. სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, შესაძლოა საქართველოში მისაკუთრებული ქონების რეალიზაცია რთული იყოს, თუმცა Fitch-ს სჯერა, რომ პრობლემური და მაღალრისკიანი სესხების სრულად უზრუინველყოფას ბანკების უმრავლესობა შესაძლო დანაკარგების რეზერვიდან შეძლებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss