ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
არქიტექტორი ლევან ბერიძე: ამ ადგილას ორანჟერეა გაცილებით მიზანშეწონილია, ვიდრე ავტოსალონი
14 ივნისი, 2019, 11:12
არქიტექტორი ლევან ბერიძე: ამ ადგილას ორანჟერეა გაცილებით მიზანშეწონილია, ვიდრე ავტოსალონი

თბილისი (GBC) - დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ მრავალფუნქციური ორანჟერეის მოწყობის პროექტი სწორადაა გააზრებული და არქიტექტურული თვალსაზრისითაც კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, - მიიჩნევს არქიტექტორი ლევან ბერიძე.

არქიტექტორი ფიქრობს, რომ ამ ადგილას ორანჟერეა გაცილებით მიზანშეწონილია, ვიდრე ავტოსალონი.

პროექტი მწვანე არქიტექტურის პრინციპზეა აგებული და რეკრეაციულ სივრცეებს მოიცავს. ორანჟერეის საგამოფენო-დასასვენებელი ფუნქცია ბევრად უფრო მისაღებია, ვიდრე არსებული მოცემულობა. პროექტი არქიტექტურულადაც საკმაოდ კარგად გამოიყურება და ვფიქრობ, სწორადაა გააზრებული." - აცხადებს  ლევან ბერიძე.

შეგახსენებთ, რომ დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ მრავალფუნქციური ორანჟერეა მოეწყობა. აღმაშენებლის ხეივანთან მდებარე ტერიტორიაზე ამჟამად "კია მოტორსის" ავტომომსახურების ცენტრი მდებარეობს. კომპანია "ანაგმა" ორანჟერეით უნდა ჩაანაცვლოს სწორედ ეს ცენტრი, რომელიც ეკოლოგიურად მნიშვნელოვან ადგილას არის განთავსებული და ფუნქციიდან გამომდინარე, გარემოს გარკვეულ ზიანსაც აყენებს.

პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე არცერთი ხე არ მოიჭრება. პირიქით, ამ ადგილას არაერთი ახალი, მათ შორის, ეგზოტიკური მცენარე უნდა დაირგოს.

პროექტის ავტორი კომპანია სტუდია 9-ის საპროექტო სამსახურის მთავარი არქიტექტორი, თბილისის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი მამუკა ჩხაიძეა.

მრავალფუნქციური ორანჟერეა ლანდშაფტურ-დასასვენებელი სივრცეა, რომელიც საგამოფენო დარბაზს, საკონცერტო-თეატრალურ სცენას და არაერთ საინტერესო ობიექტს აერთიანებს. ორანჟერეა სტუმრებს ნებისმიერ დროსა და ამინდში მიიღებს.

პროექტის თანახმად, ლანდშაფტური პარკის ინტერიერი და ექსტერიერი ერთ მთლიანობას წარმოადგენს, რაც მთელი ტყე-პარკის რეკრეაციულ ღირებულებას უფრო მეტად გაზრდის. დღევანდელი მოცემულობისგან განსხვავებით, ტერიტორია არ შემოიღობება და არასდროს იქცევა ჩაკეტილ ზონად.

მრავალფუნქციური ორანჟერეის პროექტი, საბოლოო სახით, დედაქალაქის ხელმძღვანელობამ გასული წლის სექტემბერში დაამტკიცა

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები