| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი
(GBC) – სებ-ის პრეზიდენტი პოსტით მიხეილ კუკავას ეხმაურება, ბანკების შესახებ კანონში ცვლილებებზე.
კრიზისებისას გამოტანილი დასკვნით ხელმძღვანელობის სარგებელზე აღნიშნავს და ამ პრინციპით
მიდგომაზე, ინტერვენციის, გაჯანსაღებისა და რეზოლუციის ჩარჩოს შექმნისას.
ოპტიმიზაციისას სახელმწიფო სახსრები უნდა დაიზოგოს და ბანკის კრიტიკული ფუნქციები შენარჩუნდეს.
დოკუმენტი
დაეფუძნა „ბანკის გაჯანსაღებისა და რეზოლუციის 2014/59/EU დირექტივას (2014)“, რომელმაც, ევროკავშირის ქვეყნების შიდა სამართლებრივი რეჟიმებიც განსაზღვრა.
▪არსი -პრობლემების შემთხვევაში, ზედამხედველს ჰქონდეს ადრეული რეაგირების შესაძლებლობა.
უშედეგო რეაგირების
შემთხვევაში, ჩარჩო გულისხმობს მარეგულირებლის
მიერ ბანკის იმგვარად რესტრუქტურიზაციას, რომ ბანკის სტაბილურობა ბიუჯეტის (გადასახადების გადამხდელების თანხის) მინიმალური დანახარჯებით შენარჩუნდეს.
▪საზედამხედველო, ასევე ადრეული ინტერვენციის ზომები, წინასწარ, მკაფიოდ განსაზღვრული საფუძვლით
გამოიყენება, რაც არ მოიაზრებს ბანკის საქმიანობასა თუ ბიზნეს სტრატეგიაში უსაფუძვლო ჩარევას. მიაჩნია, რომ კუკავას მოხმობილი „პროკრედიტ ბანკის“ მაგალითი, აღნიშნულისთვის არ გამოდგება▪▪.
▪გადაწყვეტილება საფინანსო სექტორში რაიმე პრობლემას არ უკავშირდება, თუმცა
სებ-ისთვის მნიშვნელოვანია,
ეფექტურ ჩარჩოზე ზრუნვა, პრობლემების არარსებობისას.
პრევენციის მექანიზმი
სურთულეებისას ეფექტური რეაგირების შესაძლებლობას იძლევა.
▪საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ კრიზისის დროს ჩარჩოს არარსებობა კრიზისს უფრო აღრმავებს და კრიზისის შედეგებს აუარესებს.
▪სებ-ის პრეზიდენტი ბანკების მომგებიანობის შემცირებაზე კუკავას ვერსიას▪▪ არ იზიარებს. მისი თქმით, პაკეტი ბანკებისთვის ფინანსურ წნეხს არ ზრდის. ჩარჩოს ამოქმედების გადავადებაზე ამბობს, რომ ცხადია გათვალისწინებულია გარდამავალი პერიოდი, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით. ამასთან სებ-ი დამატებით შეკითხვების საპასუხოდ მზადაა.
▪▪ სებ-ს შეუძლია მიმართოს ადრეული ინტერვენციის ზომებს, მოითხოვოს ცვლილებების შეტანა კომერციული ბანკის ბიზნეს სტრატეგიაში, მფლობელობის ან ორგანიზაციულ სტრუქტურაში, რაც შეიცავს ეკონომიკური თავისუფლების აქამდე უპრეცედენტო შეზღუდვის რისკებს.
მაგ: ცვლილებები პროკრედიტ ბანკის ბიზნეს სტრატეგიის შეცვლისას რომ შესულიყო, როცა ჯგუფმა კლიენტურის სხვა სეგმენტი აირჩია, რაც რაციონალური და მართებული აღმოჩნდა. სებ-ს შეეძლებოდა პროკრედიტისთვის ამ ბიზნეს სტრატეგიის შეცვლა მოეთხოვა (თუ მიიჩნევდა, რომ რაღაც მიზეზის გამო ადრეული ინტერვენცია იყო საჭირო).
მიხეილ კუკავა სოციალურ ქსელში სებ-ის პრეზიდენტის მიმართვაში აღნიშნავს, რომ ცდილობდა სებ-ის პოლიტიკა, ინსტიტუტის კვალიფიკაციის და სანდოობის გათვალისწინებით გაეზიარებინა,- „ზოგჯერ საკუთარი ინსტიქტების წინააღმდეგაც ვცდილობდი ეროვნული ბანკის იმ გადაწყვეტილებების რაციონალიზაცია მომეხდინა, რასაც არ ვეთანხმებოდი, მაგრამ ეს ცვლილებები აშკარად ძალიან სახიფათო პრეცედენტს ქმნის“.
მისი დაკვირებით : აშშ-ის და ევროპის
პრაქტიკასთან განსხვავების მთავარი ამხსნელი ცვლადი ის არის, რომ ამერიკული საბანკო რეგულაციები ისე შორს არ წასულა, როგორც 2014
წლის ევროდირექტივა და მიუხედავად ამისა, 2018 წლის იანვარში ფედმა აღიარა, საბანკო რეგულაციების მეტისმეტად სიმკაცრე, სტანდარტიზებულობა
და მოშვების საჭიროება, რომ დაკრედიტება, ინვესტირება და საფონდო ბაზარზე ვაჭრობა წაეხალისებინა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss