| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - 'გახარია პარლამენტში არ უნდა შევიდეს, რაოდენობით უნდა შევაჩეროთ, თავისი სურვილით აღარ უნდა მოვიდეს", - მელიამ განაცხადა, რომ სასიამოვნო საყურებელი არ იყო ოცნების თავდახრილი დეპუტატების ყურება.მელიას დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას, პროკურატურის მხრიდან მისი დაპატიმრების შუამდგომლობით, 91 -მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა, მათ შორის არ იყვნენ თანაგუნდელები რომან კაკულია, ბექა ოდიშარია, მირიან წიკლაური, მარიამ ჯაში.
სხდომას გაერთიანებული ოპოზიცია არ ესწრებოდა. მონაწილეებიდან კი რამდენიმე დეპუტატმა რეგისტრაციაც არ გაიარა. კენჭისყრამდე დატოვა დარბაზი.
პროცედურის თანახმად, ნიკა მელიას დაკავებისთანავე შეუწყდება უფლებამოსილება..კანონი არც კომპენსაციის გაცემას ითვალისწინებს.
იმუნიტეტის აღდგენის ერთადერთი თეორიული შანსია, თუ სასამართლო გაამართლებს.
40 წლის პოლიტიკოსის ძირითადი შემოსავალი, ამ დროისთვის დეპუტატის რანგში, ბოლო ქონებრივი დეკლარაციით, არის ხელფასი - ₾60 434.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss