ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
დღგ-ს რეფორმა მთავრობის ხედვით
5 ივლისი, 2019, 18:00
დღგ-ს რეფორმა  მთავრობის ხედვით

თბილისი (GBC) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ  საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონის პროექტს აქვეყნებს.

უწყების ცნობით, დოკუმენტი საჯარო განხილვისთვის უკვე გამოქვეყნებულია ფინანსთა სამინისტროსა www.mof.ge და   იუსტიციის სამინისტროს სსიპ „საკანონმდებლო მაცნეს“  https://matsne.gov.ge/ka/document/view/4602816?publication=0 ოფიციალურ ვებგვერდებზე და ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისთვის. 

ფინანსთა სამინისტრო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, ექსპერტებს, ყველა დაინტერესებულ და მიზნობრივ ჯგუფს სთავაზობს შენიშვნები და წინადადებები გამოაგზავნოს სამინისტროს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: VATREFORM@MOF.GE

პარალელურად, უახლოეს პერიოდში, დაიწყება გამოქვეყნებული დოკუმენტის საჯარო განხილვა ბიზნესასოციაციებთან და ყველა დაინტერესებულ მიზნობრივ ჯგუფთან.

აღსანიშნავია, რომ კანონის პროექტით ცვლილებები შეეხო საგადასახადო კოდექსის დამატებული ღირებულების გადასახადის მარეგულირებელ თითქმის ყველა დებულებას, რის გამოც კანონმდებლობის შესაბამისი ნორმები სრულად ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით.

•              მკვიდრდება საუკეთესო ევროპული პრაქტიკა, რაც ხელს შეუწყობს თანამშრომლობას საქართველოსა და ევროკავშირში მოღვაწე მეწარმეებს შორის;

•              შემუშავდება შიდა პროცედურები, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებისა და ინტერპრეტაციების პრაქტიკაში გამოყენების მიზნით;

•              მომსახურების გაწევის ადგილის ევროპული პრაქტიკის დანერგვა და საერთაშორისო გადაზიდვებთან დაკავშირებული შეღავათების სპექტრის გაზრდა, ხელს შეუწყობს საქართველოს საერთაშორისო სერვისების ცენტრად ჩამოყალიბების პროცესს;

•              ქართული და ევროპული დღგ- შესაბამისობა, ევროკავშირში დაფუძნებული ბიზნესებისთვის სხვადასხვა ბიზნეს ხარჯებზე დღგ-ის დაბრუნების წესის პრაქტიკაში დანერგვასთან ერთად, გააუმჯობესებს საინვესტიციო გარემოს;

•              შენარჩუნებულია  ყველა  არსებული ნორმა და მექანიზმი, რომელიც  ამარტივებს დღგ- ადმინისტრირების პროცესს;

•              შედეგად, ასევე, შემცირდება სადავო შემთხვევები და გამარტივდება საგადასახადო ვალდებულებების შესრულება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები