| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - გლობალური ავტოშემქმნელები Daimler AG და BMW ახალი, გრძელვადიანი თანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივად განავითარებენ მეოთხე თაობის ავტომატურად მართვად ავტომობილს.
ავტომობილი, რომელზეც ისინი მუშაობენ, სრულად თვითმართვადი იქნება, ადამიანის მიერ მართვა საჭირო აღარ იქნება, რის გამოც ავტომობილს შესაძლოა საჭე და მუხრუჭი არც კი ჰქონდეს.
შემუშავებული იქნება ავტომატიზაციის უფრო დაბალი საფეხურის მანქანებიც, რომლებიც მძღოლს დაეხმარებიან გზაზე სხვა მანქანებთან უსაფრთხო დისტანციის შენარჩუნებაში - სმარტ კრუიზი კონტროლის მეშვეობით და ავტომატურ პარკირებაში.
ტექნოლოგია ლიცენზიის ფარგლებში სხვა მწარმოებლებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.
ასევე, მუშაობა მიმდინარეობს ისეთი ავტომატიზირებული სისტემების შექმნაზე, რომლებიც ოპერირებას მჭიდროდ დასახლებულ ურბანულ ადგილებში და ქალაქის მოძრაობის პირობებში შეძლებენ.
ორივე კომპანია ვარაუდობს, რომ პარტნიორობის შედეგად შემუშავებულ სისტემებს თავიან მანქანებში 2024 წლისთვის შესთავაზებენ მომხმარებლებს.
Daimler დამოუკიდებლად 4-5 დონის ავტომატიზირებული ავტომობილების საპილოტე პროექტზე უკვე მუშაობს Bosch-თან ერთად, რომელსაც წელს წარადგენს, ხოლო BMW თავისი მესამე თაობის iNEXT ხაზს 2021 წლისთვის წარადგენს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss