| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – კურსი - $1/₾3; საგარეო ბალანსი -უარყოფითი; ინფლაცია - გაზრდილი, სანუგეშოა, რომ არა 2-ნიშნა; ეკონომიკური ზრდა -2%, მაგრამ სავაჭრო ბალანსი გაუმჯობესებული, - თიბისის მთავარმა ეკონომისტმა $200 მლნ-იანი დანაკლისის $450 მლნ-მდე გაზრდაზე განაცხადა. BMG-სთან ჩართვაში ოთარ ნადარაიამ პროგნოზის გადახედვაზე აღნიშნა, განახლებულის გაცნობა 10 ივლისისთვის ყველას შეეძლება, თიბისის ეკონომიკურ მიმოხილვაში.
მან კურსზე გარე და შიდა შოკების მოქმედება გრაფიკულად წარმოადგინა. ხელძღვანელობდა რეალური ეფექტური გაცვლითი კურსით, რომელიც მოიცავს პარტნიორი ქვეყნის ვალუტის წონებს, თავისი ინფლაციით. მისი თქნით, აწევა გარდაუვალია, თუმცა ეკონომისტი დარწმუნებულია, რომ 2-ნიშნას არ მიაღწევს. (სებ-ს უფრო მსუბუქ მოლოდინზე აქვს გაცხადებული, ვიდრე ახალი გამოწვევები გაჩნდებოდა) თქვა, რომ 6-7% ინფლაცია შესაძლებელი იყო თუ $/₾ კურსი 2.82 ნიშნულზე შენარჩუნდებოდა. მისი ვარაუდოთ ინფლაცია 8-9%-მდე, დოლარის კურსი კი 1/3 -მდე აიწევს (5%-ს მისაღწევად $1/₾2.7 -მდე უნდა ჩამოსულიყო).
„თავისთვად შოკი დაგვემატა და შეუძლებელია რომ არ გაუფასურდეს, ამას უნდა შევეგუოთ“,- ნადარაია თქმით კანონზომიერია, რომ $1/₾3.05 -დან ლარმა გამყარებისკენ დაიწყოს სვლა. მან საერთაშორისო შეფასებებზეც აღნიშნა, რაც დოლარის გამყარების პიკს აჩვენებს. ციკლის დასრულების და ინერციით უკან-უკან სვლის იმედი აქვთ, რაც ასევე კანონზომიერია.
ეკონომისტმა საბალანსო უწყებების ეფექტზეც განაცხადა, სავალუტო მსესხებლების განწყობაზე, მოხმარების შემცირებაზე, რადგან უფრო ნაკლებს სესხულობენ, რაც იმპორტზეც აისახება. ეს კი სავაჭრო ბალანსს გვიუმჯობესებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss