| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ 11 ივლისის საჯარო სხდომაზე განიხილა საკითხი ზურაბ ჟვანიას მოედნის მიმდებარედ, მგალობლიშვილის ქუჩაზე შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მფლობელობაში არსებული სასმელი წყლის მილსადენის განმეორებით დაზიანების გამომწვევი მიზეზების თაობაზე.
განხილვის შედეგად კომისიამ არაგონივრულად მიიჩნია სასმელი წყლის მილსადენის ხელმეორედ დაზიანების აღდგენასთან დაკავშირებით კომპანიის მიერ გაწეული დანახარჯები და დაავალა კომისიის აპარატს არ მოხდეს აღნიშნული დანახარჯების ტარიფში ასახვა.
საკითხი ეხება ზურაბ ჟვანიას მოედნის მიმდებარედ მიმდინარე წლის 3 და 5 ივნისს სასმელი წყლის მილსადენის დაზიანებას, რომლის დროსაც მგალობლიშვილის ქუჩაზე ჩაინგრა გზის საფარი, დაიტბორა მიმდებარე შენობების სარდაფები, მოსახლეობას რამდენიმე საათის განმავლობაში არ მიეწოდებოდა სასმელი წყალი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss