| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ავტობანზე ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთს ჩინური China State Construction Engineering Corporation Limited ააშენებს.
11.6 კილომეტრიან მონაკვეთის ასაშენებლად
კომპანიასთან
329 მილიონი ლარის კონტრაქტი გაფორმდება. ტენდერში 9 კომპანია მონაწილეობდა.
ჩუმათელეთი - ხევის მონაკვეთზე 22 ხიდი და 3 გვირაბი აშენდება.
სამუშაოები 36 თვეში უნდა დასრულედეს.
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთი 4 ლოტად არის დაყოფილი. უკვე მიმდინარეობს მე-2 და მე-3, ხევი-უბისასა და უბისა-შორაპანის მონაკვეთების მშენებლობა.
სულ დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის
მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს.
გზა
აღმოსავლეთ-დასავლეთის
დერეფნის დასრულებისას მანძილს 30 კილომეტრით შეამცირებს, ხოლო წითელი
ხიდიდან-სარფამდე მგზავრობის დრო განახევრდება. თუ დღეს, წითელი ხიდიდან-სარფამდე
მანძილის გავლას სჭირდება 8 საათი, სამომავლოდ დასჭირდება 4-4.5 საათი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss