| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – იმედგაცრუებული ბიზნესი მორიგი შეხვედრის მოლოდინშია, სებ-თან, იმის იმედით რომ მათი ფინანსური განათლების კურსი, ზოგადი განათლების ჭრილიდან კონკრეტულ პრეზენტაციებამდე დავა. საქმიან დილაში (TV პირველი) სებ-ის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრით უკმაყოფილო ბიზნესის ლობისტებმა ისაუბრეს.
აღნიშნეს, რომ ბიზნესის გრძელვადიანი დაგეგმისთვის მესტვირიშვილის არცერთი რეკომენდაცია გამოადგებათ, თუმცა დარწმუნდნენ, რომ არანაირი შოკისას, ლიკვიდურობის საფრთხის შემცველის გარდა, რეზერვები არ დაიხარჯება. სებ-მა ჰეჯირების ბუნებრივ და არაბუნებრივ ინსტრუმენტზე მიუთითა. ბუნებრივი მაჰეჯირებელი არის ვალდებულებების ლარში გადატანა, წარმოებული ინსტრუმენტი კი ფორვარდები, რომლის მომსახურების ფული კი მცირე და საშუალო ბიზნესს არ აქვს.
ივა ჭყონიამ (დისტრიბუტორთა ბიზნესასიოციაცია) ფორვარდული გარიგებებით გაუფასურებული ლარის ძველი ისტორიაც გაიხსენა და სებ-ის რეკომენდაცია არარელევანტურად ეჩვენა. მისი თმით ექსპერტების არაკომპეტენტურობაზე სებ-ის კომენტენციაც არასაკმარისად ჩანს. ბიზნესისთვის ჰეჯირების ინსტრუმენტები ცნობილია და მისი გამოყენების წესებიც, გამოწვევაც იმაშია, რომ ეს პროდუქციას უფრო აძვირებს, რა საფრთხეც მოაქცს კურსის მერყეობას. ინსტრუმენტი არასახარბიელოა ვადიანობითაც, მხოლოდ 2-3 თვიან პერიოდის დაზღვევას გულისხმობს.
ივას თქმით არჩილთან შეხვედრაზე არ მისულა, ლამაზი დიაგრამების სანახავად და ზოგადი მაკროეკონომიკური კურსის მოსასმენად. შეხვედრაში მონაწილე კოლეგებმა უამბეს, რომლებმაც სასარგებლო რჩევები ვერ მიიღეს, მაგრამ მაინც კმაყოფილები არიან რომ კომუნიკაცია შედგა.
ჰეჯირების ინსტრუმენტი საბანკო სფეროში კარგად აპრობირებულია და რომ რესურსს აძვირენს ამაზე ბანკის ფუნანსური მენეჯერებიც აღნიშნავენ. მომსახურების პროცენტი ლამის რესურსის მოზიდვის ფასსაც აღემატება. უფრო გასაგები რომ იყოს 6%-იანი რესურის ჰეჯირება შესაძლოა 7% დაჯდეს. ამან გაზარდა სხვაობა ლარის და დოლარის სასესხო განაკვეთებს შორის, რაც ლობისტების თქმით ასევე დიდი გამოწვევაა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss