ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მამუკა ხაზარაძე: ვერავინ ვერავის შეაშინებს
24 ივლისი, 2019, 17:15
მამუკა ხაზარაძე: ვერავინ ვერავის შეაშინებს

თბილისი (GBC) - მამუკა ხაზარაძე დანებებას არ აპირებს. „ვერავინ ვერავის შეაშინებს. ამ ქალაქში გავიზარდე და ბევრი რამე მინახავს, რომ ასეთი შოუებისთვის ჩვენ გულის ფანცქალი დაგვეწყო“.

ამბობს, რომ მოძრაობა გაგრძელდება, რადგან ქვეყანა უნდა გახდეს ძლიერი, თავისუფალი ევროპული ორიენტაციის.

პროკურატურაში მისული ბიზნესმენი მის დაკავებას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ ბრალდება ანაკლიის წინააღმდეგ არის მიმართული.

თუ ვინმეს ჰგონია ანაკლიის პროექტი არის მამუკა ხაზარაძის პროექტი, ცდება - ეს არის ჩვენი შვილების, შვილიშვილების პროექტი. ეს საქართველოს ახალი გზა, ეს არის გარღვევა, ევროპისკენ გადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მან ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე განაცხადა, რომ ქაოსია და არ არის ორიენტირებული მშენებლობაზე. „არის ერთმანეთის ჩაძირვაზე, ჭორაობაზე აწყობილი პოლიტიკა.

ამბობს, რომ საქართველოში გუშინ დაბრუნდა.„კიდევ ერთი ქართველი დაიბადა ჩემი შვილიშვილი, გახარებული ჩამოვედი და ეს სიურპრიზი დამხვდა“- განაცხადა ბიზსნემენმა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები