| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - TBC Bank Group -ის სამეთვალურეო საბჭოს თავმჯდომარედ ნიკოლოზ ენუქიძე დაინიშნა.
უკვე ყოფილმა დამოუკიდებელმა დირექტორმა ამ პოსტზე მამუკა ხაზარაძე დროებით შეცვალა.
მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC Bank Group -ი უკვე დატოვეს.
ჯგუფმა ინვესტორებს უკვე აცნობა, რომ მათ არ სურთ წაყენებული ბრალდებები კომპანიაზე ასიახოს და სწორედ ამიტომ, საქმის დასრულებამდე ისინი თანამდებობებს ჩამოშორდებიან.
"ისინი ამ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ, რათა მათ წინაშე წაყენებულმა ბრალდებებმა არ იქონიოს გავლენა ჯგუფის საქმიანობაზე, ხოლო თავად კი, თავისუფლად შეძლონ დავის გაგრძელება.
ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭო და მენეჯმენტი თავის მხრივ, მადლობას უხდის მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მათი უნიკალური როლისთვის, დაეარსებინათ თიბისი ბანკი რთულ 90-იან წლებში. ასევე, თავიანთი უაღრესად მნიშვნელოვანი წვლილისათვის ბანკის წარმატებით განვითარებაში და მის გადაქცევაში ერთ-ერთ უდიდეს და რესპექტაბელურ კომპანიად სამხრეთ კავკასიაში.
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეცდეებიან კვლავ შეუერთდნენ თიბისი ბანკის ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს, მას შემდეგ, რაც ბრალდებები მათ წინააღმდეგ გაქარწყლდება. სამეთვალყურეო საბჭო ღრმად არის დარწმუნებული მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სიმართლეში და ელოდება როდის გაქარწლდება ყველა დავა მათ წინააღმდეგ, მათ შორის, დავა ფულის გათეთრების შესახებ", - ნათქვამია TBC Bank Group -ის განცხადებაში.
გუშინ პროკურატურის განცხადების შემდეგ თიბისის აქციების ფასი LSE -ზე 12%-ით დაეცა, რითაც ინვესტორებმა დაახლოებით, 130 მლნ დოლარით იზარალეს.
თიბისი ჯგუფის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ პროკურატურამ დადგენილება გამოიტანა.
საქმე ეხება 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას, რომელსაც საგამოძიებო ორგანო იძიებდა.
პროკურატურა მიიჩნევს, რომ მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოხდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss