| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი
(GBC) – „რეზერვები 3.5 მლრდ იქნება თუ 3.2 მლრდ, ამაზე მნივნელოვანია კურსი 2
იქნება თუ 3“- რომან გიცირიძე სებ-ის დაგვიანებულ რეაქციას, $32.8 მლნ-იანი
ინტერვენციით ბაზრიდან, ლარის გამყარებისთვის 96 მლნ -ის ამოღებას იწონებს, თუმცა
სხვა ინსტუმენტებით 3-ჯერ მეტის მიწოდების ფონზე შედეგს არ ელის.
მან მთავრობის მიერ ბანკებისთვის რამდენიმე ასეული მილიონის მისესხების 1
კვირის სტატისტიკა მოიხმო.
„ვინ ეკითხება სებ-ს ეკონომიკის სტიმულირებას“, - სებ-ის ექსპრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბანკებისთვის ფულის მიწოდებით იმპორტია წახალისებული, რაც ისევ კურსს აწვება. ერთი ხელით ფულის ამოღება და მეორეთი 3-ჯერ მეტის მიწოდება ლარის გაუფასურებას ვერ შეაჩერებს. მისი თქმით, ამ მიზნობრიობით, რეფინანსირების განაკვეთის შენარჩუნებაც არ იყო მართებული, რადგან რეალურად ბაზარი ვერ დასტიმულირდება, მთავარი გამოწვევის ფონზე. გაუფასურებული ლარი უფრო დიდი საფრთხის შემცველია, იწვევს ინფლაციას ფასების ზრდას და ანგრევს მცირე და საშუალო ბიზნესს.
სებ-ის ინტერვენციას უნდა მოყვეს რაფინანსირების პორტფელის შემცირება. მთავრობის გადაწყვეტილება ხაზინის ნაშთები დატოვოს ხელშეუხებელი. შეაჩეროს საბიუჯეტო ნაშთების დეპოზიტად ბანკებში განთავსება,
ასევე პრიმიტიულად ეჩვენება კურსის ცალმხრივად ფორმირების "თეორია", მხოლოდ მეტი ვალუტის შემოდინებით. "ამ ლოგიკით თურმე კურსის ფორმირებაში მონაწილეობს მხოლოდ 1 და არა 2 ვალუტა. ამით სრულიად იგნორირებულია ლარის მიწოდების ნაწილი, რაც ამართლებს მთავრობის და ეროვნული ბანკის შეცდომებს და უმოქმედებას", - სებ-ის შეცდომად მიიჩნევს რეზერვების გამალებული შევსების კამპანიასაც, - ”როგორც კი გამყარების ტენდენცია გაჩნდებოდა, ეროვნული ბანკი ქორივით დააცხრებოდა და ვალუტას ყიდულობდა რეზერვების გასაზრდელად. ეროვნული ბანკისთვის რეზერვები იყო პრიორიტეტული და არა ლარის კურსი და შესაბამისად, ინფლაცია”- პარლამენტის წევრი ამასთან აღნიშნავს, რეზერვები იმიტომ ივსება, რომ საჭირო დროს დაიხარჯოს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss