| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ლიბერთისა და ფარმადეპოს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები 180-ზე მეტ აფთიაქში, 2 200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტს სპეციალურ ფასად შეიძენენ. გულსისხლძარღვთა, ძვალ-კუნთოვან, დიაბეტურ, ენდოკრინულ, ანტიკოაგულანტურ და ოფთალმოლოგიურ მედიკამენტებზე. აღსანიშნავია, რომ ფასდაკლება ვრცელდება ფარმადეპოს ქსელში არსებული სხვადასხვა ყოველდღიური აქციების და/ან ფასდაკლებების და დაზღვევის გამოყენების შემთხევაშიც.
,,ლიბერთის
სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამა 2018 წლიდან არაერთ ისეთ პროექტს მოიცავს,
რომელიც სწორედ ჩვენს მომხმარებელზე განსაკუთრებულ ზრუნვას ითვალისწინებს. ჩვენ
მოხარული ვართ, რომ დღეს, ჩვენს პარტნიორთან - სააფთიაქო ქსელ ,,ფარმადეპო“-სთან ერთად შევძელით ამ მასშტაბის
პროექტის განხორციელება და დღეიდან
პენსიონერები და სოციალური სარგოს მიმღები პირები საუკეთესო ფასად შეიძენენ საჭირო
მედიკამენტებს. ჩვენ ვართ იქ, სადაც ყველაზე მეტად ვჭირდებით ’’ - განაცხადა
ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ,
ლევან თხელიძემ.
‘ჩვენ
მუდმივად ვცდილობთ გვერდში დავუდგეთ ჩვენს მომხმარებელს. ამ პროექტის
ფარგლებშიც, გავითვალისწინეთ სოციალური
ბარათის მფლობელების საჭიროებები და ვეცადეთ
სწორედ მათ მოთხოვნებზე მორგებული საუკეთესო შეთავაზება შეგვექმნა. იმედი
გვაქვს, შევძელით მაქსიმალურად შეგვემსუბუქებინა მედიკამენტებზე გაწეული
ყოველთვიური ხარჯები’- განაცხადა კომპანია “გეფა”-ს საოპერაციო დირექტორმა, მიხეილ
აბრამიძემ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss