| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი
(GBC) - პროკურატურაში დამიბარეს. ნებისმიერ კითხვაზე გავცემ პასუხს მხოლოდ
მოსამართლის თანდასწრებით, თუმცა წინასწარ გეუბნებით, TV პირველს არ მოგაგუდინებთ.
ეს ტელევიზია არც არავის გავლენის ქვეშ გადავა და არც არავის ტრენდზე. შანსი გაქვთ
ნული ყველას ვერ დაიჭერთ ყველას ვერ დააშინებთ. ყველა შეტევას გავუძელით და ამასაც
გავუძლებთ, - ინფორმაციას TV -ის დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი სოცქსელში ავრცელებს. მან
პროკურატურას რამდენიმე კვირის წინათაც შეუთვალა. ხაზარაძე/ჯაფარიძის საქმეში
მიყურადების ფაქტებზე:":ბრავო, თურმე ტელევიზიის მფლობელს უსმენდით 6 თვე
ფარულად, ახლა გასაგებია, ამ ვითომ ფულის გათეთრების საქმით, რამდენი რამის
გაპრავება სცადეთ".
ჯაფარიძე/ხაზარაძის საქმეში ტრანზაქციასთან დაკავშირებული პირების მიყურადებაზე ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განაცხადა, რომელთა შორის ავთო და ვახტანგ წერეთლებიც არიან. „მანდ ფულის გათეთრება გამორიცხულია“, -თიბისის 17 მილიონის სესხის ბენეფიციარმა ბიზნესმენმა, თიბისის მიმართ კამპანიის დაწყებისთანავე, ჯერ კიდევ თებერვალში განაცხადა.
ავთანდილ წერეთელმა თქვა, რომ ხაზარაძე/ჯაფარიძეს მან თავისი ფული ასეხა. აღებული კრედიტი უკვე მის განკარგულებაში იყო და ვისაც უნდა იმას მისცემდა. თქვა, რომ ბანკთან შემხებლობაში მას ხაზარაძე/ჯაფარიძესთან ურთიერთობა არ აქვს, პირადი ურთიერთობები კი სხვაა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss