| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ფესტივალში პირველად ვმონაწილეობ.
განსაკუთრებით
მიხარია, რადგან ქალბატონი ლიანა ისაკაძე არის ჩემთვის უსაყვარლესი პიროვნება. ის არის ამ ფესტივალის სულის ჩამდგმელი წლების მანძილზე, დღეს მას გვერდში უდგას გიორგი ისაკაძე, წელს პირველად შედის ვოკალური, აქამდე მხოლოდ ინსტრუმენტალური იყო. ძალიან ბევრი საინტერესო საერთაშორისო სტუმარი ჩამოდის. ჩვენთვის, ტურიზმისა და ხელოვნების პოპულარიზაციისთვის..4 სექტემბერს მე და ორკესტრი ვახტანგ მაჭავარიანის დირიჟორობით, შევასრულებთ მანუელ დეფალიას ვოკალურ ციკლს ,,ელამორ ბრუხო“, რომელიც სავსეა სიყვარულით ვნებით, ესპანური ხალხური საუკეთესო მელოდიებით. მე პირადად ძალიან ბედნიერი ვარ, რონ ასეთ ფესტივალზე წარვდგები. ასეთი ფესტივალები უნდა იყოს ხელშეწყობილი“,
- ამბობს ნინო სურგულაძე (მეცო სოპრანო).
25, 27 და 28 აგვისტოს საკონცერტო საღამოები ბათუმში, ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ დარბაზში გაიმართება, ხოლო 2 და 4 სექტემბერს საფესტივალო კონცერტებს თბილისში ვანო სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი უმასპინძლებს.
„ღამი სერენადები 2019“-ის საკონცერტო საღამოებზე მსოფლიო კლასიკის შედევრებს შეასრულებენ ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის - ლიანა ისაკაძის მიერ შექმნილი კამერული ანსამბლ-ორკესტრი „ვირტუოზები საქართველოდან“. ფესტივალის მთავარი დირიჟორია ვახტანგ მაჭავარიანი. ფესტივალში ასევე მონაწილეობენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორებიც არიან: ნანა იაშვილი (ვიოლინო), ნინო სურგულაძე (მეცო-სოპრანო), ანა-ლიზა ბეზროდნი (ვიოლინო, ფინეთი/ინგლისი), იან-ერიკ გუსტავსონი (ჩელო, ფინეთი), პანტელის კოგიამისი (მოწვეული დირიჟორი, საბერძნეთი-ავსტრია), ყაზახეთის სახელმწიფო ტრიო – ერლან სერკებაევის (ფორტეპიანო), ბაღდატ აბილხანოვისა (ვიოლინო) და ყურვანჟან ახატოვის (ჩელო) შემადგენლობით, სანდრო ნებიერიძე (ფორტეპიანო), ცნობილი ქართველი კომპოზიტორის ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოებს – „კონცერტი ჩელოსთვის“ შეასრულებს ფინეთიდან მოწვეული ვარსკვლავი იან-ერიკ გუსტავსიონი (ჩელო).
საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 1982 წელს ცნობილი ქართველი მევიოლინესა და დირიჟორის, ლიანა ისაკაძის, ინიციატივით აფხაზეთში დაარსდა. 1991 წელს განვითარებული მოვლენების გამო ფესტივალმა თავისი არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს, შავი ზღვისპირეთის ულამაზეს ქალაქ ბათუმში გახდა შესაძლებელი მისი აღდგენა. ფესტივალის დამაარსებელი და უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი ლიანა ისაკაძეა; 2018 წლიდან მასთან ერთად ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ასევე მისი ძმისშვილი გიორგი ისაკაძეა, რომელთანაც მას მრავალი წლის პროფესიული თანამშრომლობა აკავშირებს.
2015 წლიდან თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ფესტივალს „ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალი“ ეწოდა.
„ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, პაბლო
სარასატე, პეტრე ჩაიკოვსკი, ბენჯამენ ბრიტენი, პიაცოლა, დიმიტრი შოსტაკოვიჩი, სამუელ ბარბერი, ანტონ ვებერნი, მანუელ დე ფალია და ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ტანდემი ვაჟა აზარაშვილის და უცხოელი ცნობილი ჩელისტის იან ერიკ გუსტავსონის, რომელიც შეასრულებს ვაჟას ჩელოს კონცერტს, პირველად შესრულებს საქართველოში და რეპერტუარში შეიტანს. ფესტივალზე ასევე წარსდგება ჩვენი ახალგაზრდა პიანისტი სანდრო ნებიერიძე დავით შამანაურთან ერთად, ისინი
შეასრულებენ შოსტაკოვიჩის პირველ კონცერტს. ფესტივალის მთავარი დირიჟორი ვახტანგ
მაჭავარიანია“, - ფესტივალის დირექტორი ნინა ცაგარელი:
ფესტივალის ორგანიზატორია კომპანი ა– „არტ ალიანსი“.ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ქალაქ ბათუმის მერია; ქალაქ თბილისის მერია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ფესტივალის ოფიციალური მზღვეველია – კომპანია „არდი“.პარტნიორები – კომპანია „თელასი“; ქართული ბრენდი „მარი გოლდი“; პირველი ქართული ვისკი „ჯიმშერი“; ღვინის კომპანია „როალ ხვანჭკარა“; კომპანია „სარაჯიშვილი“; „პალმა აპარტამენტი“.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss