| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ნიუპოსტი ბრალდებულ გვარამიას პასუხს აქვეყნებს,"რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორის- "აი მთლად ასეთ სამარცხვინობას ნამდვილად არ ველოდი.ვალის ხელშეკრულება მაქვს ინტერმედიასთან და ნატურით გადამიხადეს. სახლი გავყიდე და იქიდან აღებული ფული ვასესხე ინტერმედიას, ხელფასები რომ გაგვესტუმრებინა.
ყველა დოკუმენტი ინტერმედიაშია და ამოღებულია ეგ დოკუმენტები პროკურატურის მიერ. დაკითხვაზე მაინც გეკითხათ რამე ამ საკითხზე. თუ ბრალის საფუძველი იყო, საერთოდ როგორ არ გიხსენებიათ?
ღიად და დაუფარავად: კორუფცია ის თემაა, რომელთან
შედარებით, უმძიმესი დანაშაულები მემსუბუქება. ესაა ჩემი წითელი ხაზი და უკვე მეორეჯერ
გადაკვეთა ივანიშვილმა.
ახლა ჩემ პასუხს დაელოდეთ. დ------------- ბიძინა ივანიშვილი. ხო გაგაფარჩაკე 7 წელი, ახლა ბოლომდე მივიყვან და ზუსტად მე ჩავიბარებ შენ კაპიტულაციას. პირადად. გპირდები"- აღნიშნავს გვარამია. გვარამია 19 სთ-ზე პროკურატურაში მივა და განცხადებას გააკეთებს. ის კორუფციის ბრალდებით ჩაჯდომას არ აპირებს. აღნიშნა, რომ კონტრაქტი რაზეც ედავებიან, იურიდიულ და ფინანსური დეპარტამენტების მომზადებულია, დარღვევა რომ ყოფილიყო მას უნდობლობას გამოუცხადებდნენ. ტყუილ ბრლადებებზე აღნიშნავს "ბევრი ტყუილია და ფუნდამენტური კი ბინების მოპარვის ბრალდება, როცა ყველამ იცის რომ სასესხო ხელშეკრულების ნატურით გასტუმრების სქემაა. ეს არის თეთრი ძაფით ნაკერი საპიარე საქმე. ვაჩვენებ ივანიშვილს ვინ უკეთესად იცი ეს საქმე".
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss