ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
თიბისი ₾-ის გამყარებას ელის
15 აგვისტო, 2019, 12:19
თიბისი ₾-ის გამყარებას ელის

თბილისი (GBC) - თიბისი მომდევნო თვეებში ლარის 2.8 ნიშნულამდე ან მეტად გამყარებას ელის, ამას კი რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით ვარაუდობს.

 

·        დოლარის მსოფლიო მასშტაბით შემდგომი გამყარება ნაკლებად სავარაუდოა;

 

·        მართალია საგარეო სექტორი ისეთივე ძლიერი აღარაა, როგორც მოსალოდნელი იყო და როდესაც სავალუტო რეზერვების მნიშვნელოვანი დაგროვება ხდებოდა, თუმცა ის მაინც დაბალანსებულია;

 

·        საერთაშორისო ბაზრებზე საკრედიტო რესურსების მოზიდვის მხრივ გარემო უფრო ხელსაყრელია;

 

·        ლარის რეალური ეფექტური კურსი სადღეისოდ მკვეთრად გაუფასურებულია, უფრო მეტადაც კი ვიდრე 2015 წლის პიკის დროს;

 

·        დოლარის მიმართ ლარის გაუფასურებიდან გამომდინარე საბალანსო უწყისის ეფექტები ძლიერია და უარყოფითად მოქმედებს შიდა მოთხოვნასა და იმპორტზე;

 

·        იმ დაშვებით, რომ საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობა ელასტიურია, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება შესაძლოა დროითი ჩამორჩენით იწვევდეს ჩანაცვლების გარკვეულ ეფექტს;

 

·        სადღეისოდ არსებული გაცვლითი კურსის შენარჩუნება ინფლაციის შემდგომ ზრდას გამოიწვევს, რასაც ეროვნული ბანკის განცხადების მიხედვით, საპროცენტო განაკვეთების აწევისა და მონეტარული პოლიტიკის სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით რეაგირება მოჰყვება;

 

·        ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების დონე, რუსეთის სანქციებამდე დაგეგმილთან შედარებითაც კი უფრო მაღალია;

 

·        გაუფასურების მოლოდინების გამო დაფიქსირებული დეპოზიტების გარკვეული კონვერტაციები ლარიდან დოლარში ნაკლებსავარაუდოა რომ გაგრძელდეს და შესაძლოა მცირე მასშტაბით საპირისპირო ტენდენციასაც კი ჰქონდეს ადგილი;

 

·        იმ შემთხვევაში თუ საკრედიტო მარეგულირებელი ჩარჩო და 200 000 ლარამდე უცხოურ ვალუტაში სესხების აკრძალვის საკანონმდებლო ნორმა  შემსუბუქდება, ეს მეტისმეტი საკრედიტო რისკების აღების გარეშე, ეკონომიკაში უცხოური ვალუტის მიწოდების ზრდას გახდის შესაძლებელს, რაც ლარის გაცვლითი კურსის გამყარების ხელშემწყობი ფაქტორი იქნება. 

 

„ევროს და სხვა ძირითადი ვალუტების მიმართ, აშშ დოლარი ინარჩუნებს მყარ პოზიციებს. მართალია საერთაშორისო დონეზე დოლარის შემდგომი გამყარების ალბათობა არაერთი შეფასებით დაბალია, თუმცა ასეთ შემთხვევაში ნეგატიური ეფექტი მსესხებლებზე უფრო მეტი იქნება, ვიდრე ევროს დოლარის მიმართ გამყარებისას. ამდენადდღევანდელი მოცემულობით საქართველოში სავალუტო რისკის აღებისას, დივერსიფიცირება კვლავ უფრო ოპტიმალურ ვარიანტად უნდა ჩაითვალოს, განსაკუთრებით ბიზნესისათვის შედარებით მეტი ევროს წილით,“ - ნათქვამია კვლევაში.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები