| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - G&T -მ „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ $10 მლნ, 2 წლიანი ობლიგაციების წარმატებით გამოშვებაზე განაცხადა. რიგით მეოთხეა, რაც კომპანიის სტაბილურობაზე, ინვესტორები მაღალ ნდობაზე მიანიშნებს.
„საქართველოს სალიზინგო კომპანია“ მომხმარებელს უკვე მეოთხედ აძლევს შესაძლებლობას, დააბანდოს თავისუფალი ფულადი სახსრები ობლიგაციებში ( ფიქსირებული განაკცვეთი -7,5) უახლოეს მომავალში დაილისტება ადგილობრივ საფონდო ბირჟაზეც. შესაბამისად, დარიცხული პროცენტი გადასახადებისგან გათავისუფლდება, რაც მას უფრო მიმზიდველს ხდის.
დაფარვის თარიღია 9/08/2021. განთავსების აგენტი, როგორც ყველა
წინა შემთხვევაში, „გალტ & თაგარტი“.
„მოხარულები
ვართ, რომ “საქართველოს სალიზინგო კომპანიამ“ კიდევ ერთხელ, უკვე მეოთხედ,
წარმატებით განათავსა ობლიგაციები ადგილობრივ ბაზარზე. ობლიგაციებზე მოთხოვნამ
ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა, რაც ძალიან სასიხარულოა რადგან ეს, რა თქმა უნდა,
ჩვენი კომპანიის ძალიან მაღალ სანდოობაზე და „გალტ & თაგარტის“ მაღალ
პროფესიონალიზმზე მეტყველებს. გვემაყება ის ფაქტიც, რომ ჩვენი და „გალტ &
თაგარტის“ თანამშრომლობა უკვე წლებია ასე წარმატებულად გრძელდება“ , - განაცხადა
საქართველოს სალიზინგო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ელდარ ახვლედიანმა.
„მოხარული
ვარ, აღვნიშნო „გალტ & თაგარტის“ როლი „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“
ობლიგაციების წარმატებით განთავსებაში. კიდევ ერთი წარმატებული განთავსება
მეტყველებს, როგორც „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ სანდოობაზე, ისე, ზოგადად
საქართველოში მსგავს ტრანზაქციებზე ინვესტორების მხრიდან ნდობის ზრდაზე, რაც
ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის კომპანიებისთვის
დაფინანსების კიდევ ერთი მეტად ხელსაყრელი წყარო. მინდა მივულოცო „გალტ &
თაგარტის“ მთელ გუნდს, რომელიც საკუთარი
გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის წყალობით, გახდა საინვესტიციო-საბანკო
მომსახურების მიმწოდებელი წამყვანი კომპანია ქვეყანაში“, - განაცხადა „გალტ &
თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა - ოთარ შარიქაძემ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss