| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე, პერსპექტივა სტაბილურ მაჩვენებელზე დატოვა.
ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ რეიტინგის უცვლელად დატოვება რეგიონში არსებული მდგომარეობის და გლობალური სავაჭრო დაძაბულობის ფონზე მნიშვნელოვანი პოზიტიური ფაქტორია და აძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ინვესტორების ნდობას და პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნეს გარემოზე.
ძლიერ ფაქტორებად დასახელებულია: მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება 2017 წელთან შედარებით 2018 წელს 8.8%-დან 7.7%-მდe, სააგენტო 2019-2021 წლებში მაჩვენებლის 5.3%-მდე შემცირებას ელის, რასაც ხელს დაგროვებითი საპენსიო სისტემა შეუწყობს.
Fitch-ი იმედოვნებს, რომ წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საშუალოდ მშპ-ს 5.9% იქნება, საერთაშორისო რეზერვების დონეს კი 2019 წლის ბოლოს 3.7 მლრდ. დოლარამდე ვარაუდობს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss