| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თიბისი ბანკი დამწყები ბიზნესების წარმომადგენლებს ახალ ფინანსურ პროდუქტს - სესხს სტარტაპ რესტორნისთვის სთავაზობს.
„სტარტაპ-რესტორანი“ სტარტაპერებზე მორგებული სესხია, დამწყები ბიზნესების წარმომადგენლები შეძლებენ სარესტორნე ბიზნესის წამოწყებას და განვითარებას. პროდუქტი განკუთვნილია რესტორნის სრულად ფუნქციონირების დასაფინანსებლად, მათ შორის, მიწის, შენობის ან ავეჯის და ინვენტარის შეძენის, შენობის მშენებლობა/რემონტისთვის, ასევე, საერთაშორისო ბრენდის ე.წ. "ფრენჩაიზინგის" ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახადების ან რესტორანთან დაკავშირებული სხვა ხარჯების დასაფინანსებლად.
”სტარტაპ-რესტორნით“ სარგებლობა შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალური მეწარმეებისთვის, ისე იურიდიული პირებისა და მიკრო ბიზნესების წარმომადგენელებისთვის. ბიზნესი 2 წელზე ნაკლები პერიოდის განმავლობაში უნდა ფუნქციონირებდეს.
პროდუქტით სარგებლობისთვის აუცილებელია, დაინტერესებულ პირს სარესტორნე ან მონათესავე დარგში (სწრაფი კვების ობიექტი, კაფე-ბარი და საზოგადოებრივი კვების სხვა ტიპის ობიექტი) მუშაობის გამოცდილება ჰქონდეს ან დაქირავებული ჰყავდეს შესაბამისი კვალიფიკაციის თანამშრომელი ან გუნდი.
„სტარტაპ რესტორნის“ შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სტარტაპერის ვებ-გვერდზე:https://st.artuperi.ge/ka/pages/startap-restorani .
„სტარტაპერი“ თიბისი ბანკის პროგრამაა, რომლის მიზანს სტარტაპების განვითარების ხელშეწყობა და ახალი ბიზნესების წამოწყების წახალისება წარმოადგენს. პროგრამა აერთიანებს დამწყები ბიზნესებისთვის როგორც ფინანსურ, ისე არაფინანსურ მხარდაჭერას, მათ შორის: სტარტაპსესხს, საოპერაციო პროდუქტებს, ღონისძიებებს, ტრენინგებს, ინდივიდუალურ კონსულტაციებს, მედიამხარდაჭერას და სხვა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss