| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG) აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე წლის პირველ ნახევარში ჯგუფის ძლიერ ფინანსურ მაჩვენებლებზე აცხადებს - გაუმჯობესდა ფულის გენერაცია და უკუგება კაპიტალზე.
მისივე თქმით, თითოეულმა ბიზნესმა მნიშვნელოვანი პროგრესი
განიცადა.
ის ელის, რომ ორნიშნა ზრდა ყველა ბიზნესის მიმართულებით
გაგრძელდება არსებული ფრენჩაიზის სიძლიერის გამოყენებით და მნიშვნელოვანი შემდგომი
ინვესტიციების კაპიტალის ხარჯვის გარეშე.
“აქტიურად ვქმნით ზრდის შესაძლებლობებს, სამედიცინო
ტურიზმის მიმართულებით, საცალო ლაბორატორიული დიაგნოსტიკის სერვისის, ამბულატორიული
კლინიკების და სტომატოლოგიური სერვისის გაფართოვების, ასევე ახალი აფთიაქებისა და ახალი
პროდუქტების მიმართულებით, როგორიცაა თავის მოვლის საშუალებები”, - აცხადებს გამყრელიძე.
მისივე თქმით, ჯგუფი კარგადაა პოზიციონირებული რომ საშუალოვადიან პერიოდში გაიზარდოს, გააუმჯობესოს საოპერაციო ფულადი სახსრების
მოძრაობა, შეამციროს ვალი და ბალანსი და განაგრძოს კაპიტალის უკუგების გაუმჯობესება.
ჯგუფმა ივლისში პირველად გადაიხადა დივიდენდი.
გამყრელიძის განცხადებით, ჯგუფის ფოკუსი მხოლოდ ზრდა
არაა, ისინი სტაბილურად აუმჯობესებენ რისკის მენეჯმენტს.
ერთ-ერთი მიღწევა კიდევ ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების
(EMR) გაშვებაა თბილისის ყველა პოლიკლინიკაში, რაც დაეხმარებათ მათ მომხმარებლების
უფრო ეფექტურ მომსახურებასა და მათზე მეტად ზრუნვაში, ასევე ელექტრონული სამედიცინო
შეკვეთების სისტემაში მათ უმრავლეს რეფერალურ ჰოსპიტალებში.
ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, წელს მათ კლინიკის საბჭოები
დააფუძნეს.
მისივე ვარაუდით, ფულადი ნაკადების შემოსვლა, მათ შორის ტურიზმში კვლავ ძლიერი იქნება, რუსეთის ავიაემბარგოს მიუხედავად.
„უარყოფითი გარე ფაქტორების შემსუბუქებით, ჩვენ ველით, რომ მაკროეკონომიკური საფუძვლები ხელს შეუწყობს ეროვნული ვალუტის შემდგომი სტაბილიზაციას ახლო და საშუალოვადიან პერიოდში“, - აცხადებს ნიკოლოზ გამყრელიძე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss