| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - “რუსთავი 2“ „კურიერის“ ჟურნალისტების თითქმის სრულმა შემადგენლობამ დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ ახალმა დირექტორმა მათ დარჩენა შესთავაზა.
“დღევანდელი დღე
ისეთივე მძიმეა ჩემთვის,როგორი მძიმეც იყო
გუგუტიანთკარის მცხოვრებლებისთვის, რომლებიც საოკუპაციო ზოლს
მიღმა თავად შლიდნენ საკუთარ სახლებს და
ტოვებდნენ თავიანთ საცხოვრებელს”, - განაცხადა ჟურნალისტმა ნათია გოგსაძემ, რომელსაც რუსთავი2 -ში მუშაობის 13 წლიანი სტაჟი აქვს.
ჟურნალისტები ამბობენ, რომ არხი ბიძინა ივანიშვილის მიერ არის ოკუპირებული, ამიტომ მათი არხზე დარჩენა შეუძლებელია. მათი თქმით, მაყურებელს ახალ სივრცეში შეხვდებიან, თუმცა კონკრეტულად სად არ დაუკონკრეტებიათ.
შეგახსენებთ, გუშინ ეთერში არ გავიდა 21 საათიანი გამოშვება, არხი დატოვეს დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა, მანამდე ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე სამსახურიდან გათავისუფლდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss