ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
მრუდი ლარის სტაბილურობას მოასწავებს
30 აგვისტო, 2019, 13:10
მრუდი ლარის სტაბილურობას მოასწავებს

თბილისი (GBC) –  ლარის შემოსავლიანობის მრუდი  პოზიტიურ ტრენდს აჩვენებს, რისკ პრემიუმის გაზრდას არ მოასწავებს.

მთავრობის 10-წლიან ფასიან ქაღალდებზე სარგებელი 8.38%-მდეა შემცირებული (2018 – 8.89%; 2017 – 9.2%)

               მოკლევადიან  ფასიან ქაღალდებზე (6M,1Y) განაკვეთი სტაბილუროა 7.13%-ის ფარგლებში. 2Y – იც 7.15-ის ფარგლებშია.

როგორც იცით,  აუქციონი სამშაბათობით იმართება. 27 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი  ქაღალდები გაიყიდა. 81.5 მლნ -ზე იყო ბანკების მოთხოვნა და საშ შეწ. განაკვეთი 7.03% (კუპონური 7%).

სებ-ის ინფორმაციით, ლარის შემოსავლიანობის მრუდი საფინანსო ბაზრის მნიშვნელოვანი ატრიბუტია, აჩვენებს ურისკო განაკვეთებს ყველა ვადიანობის ინსტრუმენტისთვის და ბაზრის მონაწილეები ინდიკატორულ მაჩვენებელად იყენებენ, ასევე  ლარის ფასიანი ქაღალდების ფასის განსაზღვრისას და ბაზრის ტრენდის პროგნოზირებისთვის.

ემიტენტებს და ინვესტორებს ემისიებზე საორიენტაციო ფასის დადგენას  უადვილებს.

მრუდი ასახავს ბაზრის მოლოდინებს საპროცენტო განაკვეთების, ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის დინამიკაზეც.

დედოლარიზაციის  პირველი შედეგები სებ-მა  უკვე დადო. სავალუტო რისკების შემცირების მიზნით კამპანია გრძელდება და შემდგომ წლებში  უფრო შესამჩნევ ეფექტს ელიან.

მომავალში მოსახლეობის განკარგვადი შემოსავალი როცა მოიმატებს, ანალიზი მეტად  პროგნოზირებადი, უფრო დაცული და მხოლოდ ინფლაციის ტრენდის მოლოდინებით  იქნება შესაძლებელი.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები