ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ეროვნული ბანკი რეფინანსირების განახლებულ განაკვეთს გამოაცხადებს
4 სექტემბერი, 2019, 09:34
ეროვნული ბანკი რეფინანსირების განახლებულ განაკვეთს გამოაცხადებს

თბილისი (GBC) –  სებ-ის პრეზიდენტი 12:00 სთ-ზე (4 სექტემბერი) პრესკონფერენციას გამართავს.  მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დასრულებისთანავე. კობა გვენეტაძე რეფინანსირების ახალ განაკვეთს  გამოაცხადებს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას.

ბაზარი განაკვეთი აწევას ელოდება. თუ მპკ-ზე სებ-იც დაინახავს  ფასების ზრდის რისკს, პოლიტიკას გაამკაცრებენ. რაც ინფლაციის მოსალოდნელ ტრენდზეა დამოკიდებული. სებ-ი შეაფასებს, ინფლაციის მოსალოდნელზე მეტად ზრდის საფუძველი ხომ არ შეიქმნა. 

აგვისტოში წლიური ინფლაცია 4.9%-მდეა მომატებული ივნისში იყო 4.3%, მაისში - 4.7%. ძველი პროგნოზით, ის, სხვა თანაბარ პირობებში, მომავალი წლის დასაწყისიდან მიზნობრივს უნდა მიახლოებოდა,თუმცა ვითარება შეიცვალა.

ინფლაციის მოლოდინების ზრდის რისკების გათვალისწინებით პოლიტიკის ნორმალიზაციის ნელი ტემპით დაგეგმილი პროცესი როგორ მიმდინარეობს სებ-ის პრეზიდენტი შეაფასებს.

მედია ეკონომიკური ზრდის პროგნოზის ცვლილებაზეც ჰკითხავს. რუსულ ავიაემბარგოს დამატებული თიბისის საქმე. ხაზარაძე/ჯაფარიძის ანგარიშების დაყადაღება, პოლიტიკური პროცესები, გახარიას ფაქტორი, როგორ აისახება  ბაზრის განწყობებზე.  ეკონომიკური ზრდა 4%-2% დერეფანში მოექცევა, თუ, უფრო დაიწევს. 

სებ-ის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მოუწევს  მცურავი გაცვლითი კურსის  ავტომატური სტაბილიზატორის ფუნქციურ დატვირთვაზე საუბარი. კონკურენტული გაცვლითი კურსი რომ ხელს უწყობს მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესებას, რომ ფულის მასა არ განსაზღვრავს ლარის კურსს.

რეზერვების დაგროვებაზე საუბარს სავარაუდოდ დიდ დროს არ დაუთმობს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები