| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - "სწორი გადაწყვეტილებაა ეროვნული ბანკის მიერ რეფინსნსირების განაკვეთის გაზრდა 0,5%-ით. აქამდეც უნდა გაეკეთებინა. ყველა მის ხელთ არსებული მექანიზმები უნდა გამოიყენოს ლარის გაუფასურების შესაჩერებლად და შესაბამისად, ფასების ზრდის თავიდან ასაცილებლად. მათ შორის უნდა გამოიყენოს რეზერვები", - რომან გოცირიძე სებ-ის დაგვიანებულ ნაბიჯზე აღნიშნავს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ სებ-ს ინტერვენციისთვის წინა თვეს რომ არ მიემართა, რომელმაც გარკვეულწილად დაამშვიდა ბაზარი, ლარი დიდი ხანია გადაცილებული იქნებოდა 3 ნიშნულს და საკმაოდაც. რეზერვები წმინდა ძროხა არ არის, რომ ხელი არ ახლო. თუ რეზერვებს აგროვებ და ბაზარში( კურსში) ერევი, მისი უკან დაბრუნებაც იგივე ეფექტის მქონე ქმედებაა და ცალკარა თამაშის( მხოლოდ დაგროვება) ჯანსაღად წარმოჩენა არასწორუია .
"არაფერს აკეთებდა ეროვნული ბანკი ლარის სტაბილიზაციისათვის. პირიქით, განცხადებაც გაავრცელა, რეფინანსირების სესხების ზრდა გარ მოქმედებსო. ანუ 2,2 მილიარდი, 5,2 მილიარდი ლარი რომ გახდეს არაფერზე მოახდენს გავლენას? არასერიოზულია ამის მტკიცება", - მიაჩნია, რომ სებ-მა არასაკმარისი, მაგრამ რაღაც ნაბიჯ გადადგა, მთავრობა კი არაფერს აკეთებს ლარის სტაბილურობისათვის. პასუხისმგებლობა ორივეს ეკისრება და ჯერ კიდევ არ არის გვიან, შეწყდეს ლარის მცოცავი გაუფასურება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss