ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ხაზარაძეს ტყუილების გათეთრებაშიც ედავებიან
13 სექტემბერი, 2019, 16:30
ხაზარაძეს ტყუილების გათეთრებაშიც ედავებიან

თბილისი (GBC) - ვანო ჩხარტიშვილი ხაზარაძის პრობლემაზე - "ახალი პარტიის დამფუძნებელი პირველ სატელევიზიო გამოსვლაში, სამოქმედო პროგრამის ნაცვლად, 30 წთ ჩემთან დავაზე რომ იჭორავებს, ეს უკვე სერიოზული პრობლემაა“, -  ბიზნესმენმა ბიზნესმენს  წერილით უპასუხა.

ვანო ჩხარტიშვილი, სააკაშვილის და ბიზნესის პრობლემაზე -„სააკაშვილთან ალიანსში ბიზნესმენთა დარეკეტებაში მონაწილეობა არ თეთრდება და ვერც ურიცხვი ტყუილით გადაიფარება“, - ბიზნესმენის თქმით, ხაზარაძის პრობლემაა, რომ მან ეს სცადა.

ვანო ჩხარტიშვილი, ხაზარაძის ხელშეწყობით, როგორ წაართვეს ბიზნესი, სააკაშვილის ხელისუფლებაში  -„ სასამართლო დავა  იყო ფოთის წისქვილკომბინატის და მასთან მიბმული ნავმისადგომების საქმეს,  მამუკა ხაზარაძის „თიბისი ბანკის“ მეშვეობით უკანონოდ, რომ წამართვეს. რეკეტი ლონდონში დევნილობის მე-2 დღიდანვე დაიწყო.  მე ხაზარაძეს სამართლიანად მოვუგე ორი ინსტანციის სასამართლო, მაგრამ პროცესი შევწყვიტე იმიტომ, რომ საკითხი ორ სუბიექტს შორის დავაზე უფრო დიდი აღმოჩნდა“

ბიზნესმენის თქმით ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის საქმეში ჩართვა სახელმწიფოებრივი ინტერესებით ყოფილა გამოწვეული და არა საქმის გარჩევის სურვილით, „როგორადაც სურს ხაზარაძეს წარმოაჩინოს“.

ბიზნესმენი არც ნანობს, რადგან ჰგონია, რომ დავის გაგრძელება დააზიანებდა ქვეყნის ბიზნეს გარემოს. „მისმა ბანკმა უშუალოდ მისი მონაწილეობით 17 სთ-ზე სრულიად უსაფუძვლოდ მიითვისა ჩემი ქონებები და 5 წუთში სხვა პირზე გადაყიდა, რათა „პატიოსანი მყიდველის“ შემოყვანით მითვისებული ქონება გადაემალა. ეს დოკუმენტურად დადასტურდა სასამართლოზე. და კიდევ, დავა ეხებოდა 18 მილიონს და არა 30-ს, როგორც ამას ხაზარაძე ამბობს“.

ბიზნესმენი ბიზნესმენს „ელიტელექტრონიქსის“, ლისის ტბის, ფოთის წისქვილკომბინატის და ნავმისადგომების ქეისებ წამოაძახა.

„ხაზარაძე დღეს მომავლის საშვის აღებას წარსულის გადაწერით ცდილობს. ამაოდ, რადგან საზოგადოებას კარგად ახსოვს, როცა სააკაშვილის რეჟიმი ქართულ ბიზნესს ტოტალურად ატერორებდა და დევნიდა, ის მათთან ერთად იყო. სააკაშვილმა 2007 წელს ღირსების ორდენითაც კი დააჯილდოვა“, - ივანიშვილთან ალიანსის პერიოდის პროექტებზე საუბრისგან ჩხარტიშვილი ჯერ თავს იკავებს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები