ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ლარი დღე-დღეზე 3-ს მიუახლოვდება - გოცირიძე
20 სექტემბერი, 2019, 12:43
ლარი დღე-დღეზე 3-ს მიუახლოვდება - გოცირიძე

 

თბილისი (GBC)-  „ეროვნულ ბანკს და მთავრობას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, შეწყვიტონ მავნებლობა და მიხედონ ლარს, რომელიც საათებში თუ არა, დღე დღეზე მიუახლოვდება 3 ნიშნულს, რაც სხვა მოლოდინებს შექმნის ბიზნესში“ - ნაცმოძრაობის ლიდერმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეროვნულ ბანკს არა თუ გაუკეთებია,  პირიქით, თავისი უმოქმედობით ხელი არ გაუნძრევია ამ 3 თვის განმავლობაში (აგვისტოში $30 მლნ-მდე გამოიტანა) ისევე როგორც მთავრობას, რომელიც კვლავ ეწევა ექსპანსიურ საბიუჯეტო ხარჯვებს. ბიუჯეტში ხარჯების კორექტირებაც კი არ უნდათ, რომ ლარს რაღაც უშველონ. "ეს შემდეგ ფასების ზრდასაც გამოიწვევს, სამუშაო ადგილების შემცირებასაც და ქვეყნიდან ადამიანების გაქცევას". 

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა 19 სექტემბერს განაცხადა, რომ  ფასების სტაბილურობაზე ასუხისმგებელიცაა, ბერკეტებიც გააჩნია, რეზერვებიც აქვს  და შეუძლია მოქმედებაკურსიდან ინფლაციაზე გადაცემის მოსახსნელად მპკ-საც გაამკაცრებს დათუ საჭიროა მპკ რიგგარეშე სხდომას მოიწვევს. რომ შეუძლია  და მხოლოდ მას ამის სადემონსტრაციოდ გამოიტანა სწორედ 2 თვის წინ  $30 მლნ-მდე. ისე, აქუციონზე შეთავაზებულზე ნაკლები გაიყიდა. მოთხოვნამ კი არ გადააჭარბა, დააკლდა

არჩილ მესტვირიშვილმა საზმაუზე (ბიზნესპარტნიორი) განაცხადა, რომ ინფლაციის რისკის ამოწურვამდე  რეფინანსირების განაკვეთის (7%) გაზრდას განაგრძობს. ეკონომიკის ზრდის დამუხრუჭების არჩევანზე პარალელი ავტომობილის მართვასთან გაავლო, როცა გამოსავალი ერთია.

არჩილ მესტვირიშვილმა ქვეყნის სავალუტო რეზერვების  საკმარისზე მეტობის შესახებ განაცხადა. “ინტერვენცია მოლოდინებზე პასუხის გაცემა იყო, რომ ჩვენ გვაქვს რეზერვები და საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებთ”, – არჩილ; მესტვირიშვილის თქმით ბაზრისთვის $30 მლნ-მდე მიწოდება ემსახურებოდა სებ-ის მიმართ არასწორ ნეგატიურ განწყობებს, რომ თითქოს სებ-ის ინტერესშია ლარის  გაუფასურება.

მან ასევე აღნიშნა, რომ  სებ-  ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფის სხვა ინსტრუმენტებიც გააჩნია, მათ შორის კონტრციკლური ბუფერი (ბანკებისთვის დამატებითი კაპიტალის მოთხოვნა (რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების 0-2.5%), რომელიც მაღალი სასესხო აქტივობისას გადახურებული ბაზრის  დაშოშმინებისთვის გამოიყენება.  

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები