ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საფინანსო კომიტეტი დასაზღვევი დეპოზიტების 3-ჯერ გაზრდაზე
20 სექტემბერი, 2019, 14:29
საფინანსო კომიტეტი დასაზღვევი დეპოზიტების 3-ჯერ გაზრდაზე

თბილისი (GBC) - ფიზიკური პირების დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის ზღვრის გაზრდა 15 000 ლარამდე საქართველოს საფინანსო  სექტორის სტაბილურობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ.

დეპოზიტების დაზღვევის სისტემა საქართველოში 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა და თავდაპირველად, ფიზიკური პირების 5000 ლარამდე მოცულობის დეპოზიტების დაზღვევას ითვალისწინებდა. ახალი გადაწყვეტილებით, 2020 წლის 1 ივლისიდან დაზღვეული ანაბრების თანხის ოდენობა 3-ჯერ გაიზრდება და 15 000 ლარს მიაღწევს.

 „დეპოზიტების დაზღვევის სისტემა  რომ შექმნილიყო, შესაბამისი პროექტი ჩემს მიერ ჯერ კიდევ 2007 წელს მომზადდა და ინიცირებული  იქნა. ამისათვის ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან  საგარანტიო ფონდისათვის 4 მილიონი ევროც კი  მოვიზიდეთ. თუმცა, მაშინ ობიექტური და სუბიექტური მიზეზების  გამო ეს ინიციატივა, სამწუხაროდ, ვერ განხორციელდა“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

მისი თქმით, შედეგად, ბოლო წლებამდე აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო, თითქმის, ერთადერთი ქვეყანა იყოსადაც დეპოზიტების დაზღვევის სისტემა არ ფუნქციონირებდა. „ამ საკითხის მოგვარება მხოლოდ  დღევანდელი პარლამენტისა და ხელისუფლების პირობებში გახდა შესაძლებელი“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარე გამოეხმაურა კიდევ ერთ ცვლილებას, რომლის მიხედვით, 2020 წლის 1 ივლისიდან კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულ დეპოზიტებზე გადასახდელის მოცულობა მცირდება 0.067%-დან 0.03%-მდე, ხოლო უცხოურ ვალუტაზე შენატანის განაკვეთი (0.1%) - უცვლელი რჩება.  

,მთლიანობაში, ეს ცვლილებები რამოდენიმე მიზანს ემსახურება, ესენია: საბანკო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება, ფინანსური სექტორის სტაბილურობა და ლარიზაციის პროცესის შემდგომი სტიმულირება. მიმაჩნია, რომ ადექვატური მონეტარული პოლიტიკა, მკაცრი საბანკო ზედამხედველობა და გამართული დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ქვეყნის ფინანსური მდგრადობის მთავარი პირობაა“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

 19/09-სთვის 15 კომერციული ბანკისთვის 2019 წლის აგვისტოს თვის რეგულარული სადაზღვევო შენატანის ჯამურმა ოდენობამ 1 444 454.35 ლარი შეადგინა, რომელიც ბანკებმა 2019 წლის სექტემბერში დაფარეს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები