ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ლარი რაღაც პერიოდში გააგრძელებს გამყარებას - სებ-ი
27 სექტემბერი, 2019, 12:05
ლარი რაღაც პერიოდში გააგრძელებს გამყარებას - სებ-ი

თბილისი (GBC) –  სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი ლარის გაუფასურების მთავარ მიზეზზე აცხადებს. შიდა დესტაბილიზაციაზე,, - "გაუფასურების წამომწყები ივნისის მოვლენები იყო, რამაც ლარის მიმართ ნდობა საკმაოდ დააგდო", - პაპუნა ლეჟავას თქმით ამან გაუფასურების მოლოდინი გააჩინა.


"ტურისტულ შემოდინებებში არის კლება, თუმცა ის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებით, გარკვეულწილად დაბალანსებულია", - სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი  ფუნდამენტური ფაქტორების გაუმჯობესებაზე ამახვილებს ყურადღებას.


"გაზრდილია ექსპორტი, შემცირებულია იმპორტი. ფუნდამენტურად ჩვენ იმის საფუძველი გვაქვს, რომ ვივარაუდოთ, ლარი რაღაც პერიოდში აუცილებლად გააგრძელებს გამყარებასთუმცა მეორე, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი, ბაზრის მოთამაშეების მოლოდინებია. ესეც თავის მხრივ, კურსში აისახება",  - აღნიშნა ლეჟავამ.


ფუნდამენტური ფაქტორებით ლარის კურსი 2.7-2.8 დერეფანში რომ უნდა იყოს და არა არსებულზე- $1 /₾2,98-2.99, ამას სისტემური ბანკის მმართველებიც ადასტურებენ


საქართველოს ბანკის CEO-ს, არჩილ გაჩეჩილაძის თქმით, ლარზე საგარეო ფაქტორების ზეგავლენა, პირიქით, მისი გამყარებისკენ არის. ტურისტული ნაკადის ზრდა შემცირებულია, თუმცა გავლენა არც აქედანაა. ლარს მხოლოდ და მხოლოდ შიდა ფაქტორი აუფასურებს - ბაზრის მოლოდინების და  ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის დაკარგვა.


სებ-მა  ბაზრის დასარწმუნებლად 1 აგვისტოს გამოიტანა და $32.8 მლნ გაყიდა. დღესაც $40 მლნ გამოაქვს.   



 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები