| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) -ფინანსური სტაბილურობის ანალიზის დეპარტამენტის უფროსი, ზვიად ზედგინიძე, სულ ახლახან საერთაშორისო სავალუტო ფონდის (International Monetary Fund) - ის აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველია.
"ის ჩვენ გუნდს 2008 წელს შემოუერთდა. ზვიადის ხელმძღვანელობით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მათ შორის: დაინერგა მონეტარული პოლიტიკის პროგნოზირების და ანალიზის სისტემ, განახლდა მონეტარული პოლიტიკის ანგარიში; შემუშავდა მაკროპრუდენციული პოლიტიკის სტრატეგია; გამოქვეყნდა ფინანსური სტაბილურობის ანგარიში; ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, დაიწყო სებ-ის მდგრადი დაფინანსების პოლიტიკის ჩამოყალიება...
ზვიადი აკადემიურ საქმიანობასაც ეწეოდა უმაღლეს სასწავლებლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (Tbilisi State University, ISET - International School of Economics).
ვულოცავთ მას საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მრჩევლის თანამდებობაზე დანიშვნას და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში" - საქართველოს ეროვნული ბანკი
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss