| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს ასოციაცია AI Georgia შეიქმნა. მიზანი ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის, როგორც ცალკეული დარგის ხელშეწყობა და ცნობიერების ამაღლებაა.
გარდა ამისა, ასოციაცია
ხელს შეუწყობს იმ კვლევების ხელშეწყობა, რომელიც საქართველოში ამ პოტენციალის გამოვლენის და განვითარების საშუალებას იძლევა.
ახლადდაფუძნებულმა AI Georgia-მ წარმოადგინა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კვლევა, რომელსაც ქართული ხელოვნური ინტელექტის Digital
Mind-ის შემქმნელი, გიორგი ჩახნაშვილი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ხელშეწყობით განახორციელებს.
გიორგი ჩახნაშვილი მუშაობს პროგრამაზე, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მეთოდებს ნახევრად-სტრუქტურული საიტებიდან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოსაპოვებლად გამოიყენება. გამოყენებული იქნება ახლებური "ღრმა სწავლების" მეთოდები.
ასოციაციაში მიიჩნევენ,
რომ სწრაფად განვითარებად ტექნოლოგიურ ეპოქაში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველომ დაიწყოს მსოფლიო ტრენდის კვალდაკვალ სვლა. სწორედ ამიტომ, მაშინ როდესაც ქვეყანაში არსებობს უზარმაზარი პოტენციალი, აუცილებელია საჯარო და კერძო სტრუქტურების მიერ, AI-თ დაინტერესებული ახალგაზრდების წახალისება და ამ მიმართულებით განათლების ხელშეწყობა, რაც ე.წ knowhow-ს გაზრდის და მოგვცემს საშუალებას, მსოფლიო დონეზე დავიკავოთ მოწინავე პოზიციები.
გაცხადებული მიზნისთვის, AI
Georgia პირველი იქნება, რომლებიც BTU-ს სიმბოლურად 2500 ლარიან ვაუჩერს გადასცემს, რომელსაც თავის მხრივ უნივერსიტეტი დამატებითი მოტივაციისთვის სწორედ ხელოვნური ინტელექტით დაინტერესებულ სტუდენტებს სტიპენდიის სახით გადასცემს.
ირაკლი ბერიძემ, რომელიც გაეროს ხელოვნური ინტელექტის და რობოტიკის ცენტრის
ხელმძღვანელია აღნშნა, რომ ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე საზოგადოების
ფუნქციონირების განუყოფელ ნაწილად ყალიბდება. „გამომთვლელი მანქანების სისწრაფის მასიურმა ზრდამ, მონაცემთა სიმრავლემ და ალგორითმების ხელმისაწვდომობამ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესაა ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და გააფართოვა მისი დიაპაზონი. ამ ტექნოლოგიის პოტენციალს უკვე იყენებს ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, წარმოების, ენერგეტიკის, ფინანსური,
კომუნიკაციების, უსაფრთხოების და მრავალი სხვა სექტორი. ისინი მას ეფექტურობის გასაზრდელად, რესურსების ოპტიმიზაციისთვის, ხარჯების შესამცირებლად და ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად იყენებენ. ხელოვნური ინტელექტი ასევე გაერთიანებული ერების მდგრადი განვითრების მიზნების შესასრულებლადაც ეფექტური კონტრიბუტორია და მრავალი პროექტი ინერგება ამ სფეროშიც.
ამავდორულად, ხელოვნური ინტელექტი ბევრ რისკთან ასოცირდება, როგორებიცაა მისი კრიმინალების მიერ გამოყენება ან სამუშაო ადგილების პოტენციური ჩანაცვლება ან დაკარგვა. ამ ტექნოლოგიის მთლიანი პოტენციალის გაგება, სარგებლის მაქსიმიზაციისა
და რისკების მინიმუმამდე დაყვანა ძალზედ მნიშვნელოვანია”.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss