| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – საპენსიო სააგენტო კვლავ საინვესტიციო ოფიცრის გარეშე დარჩა. დავით წიკლაური (საბჭოს წევრი) ითავსებდა და 27 ოქტომბერს უფლებამოსილება შეიჩერა. კონკურსი უკვე შეჩერებულია. კანდიდატურა შერჩეული, რომელიც საფინანსო სექტორშია დასაქმებული და შეთავაზების მიღების შემთხვევაშიც დაიყოვნებლივ ვერ გადმოინაცვლებს, რადგან დამქირავებელთან გარკვეული ვალდებულებები გააჩნია. სააგენტოს ბიუჯეტით ოფიცერის ანაზღაურება 14 000 ლარის ფარგლებშია, რაც ბანკის და საინვესტიციო კომპანიების მენეჯერების შეფასებით, საშუალოდ მიმზიდველი ოფერია. სააგენტომ კონკურსი 2-ჯერ გამოაცხადა. ზაფხულში არჩევანი ვერც საკონსულტაციო კომპანიაზე შეაჩერეს და ვერც დამოუკიდებელ კანდიდატზე. სექტემბერში შერჩეულს არ ასახელებენ, მის ოფიციალურ თანხმობამდე. ბანკების ასოციაციას ერთი სული აქვს, როდის დაინიშნება, რომ ბანკებმა თანხები მოთხოვნამდე დეპოზიტებიდან, ვადიანზე გადაიტანონ. ამ დროისათვის ფონდში 400 მლნ-ზე მეტია მობილიზებულ, 8 მლნ-ზე მეტი დარიცხული სარგებლით. თანხების ინვესტირებას სახელმწიფო ფასიან ქარალდებში მალე დაიწყება.
საბჭოს წარმოადგენენ დავით წიკლაური (წარმატებული ბანკირი საქართველოს სისტემურ ბანკებში მუშაობის გამოცდილებით), ჟან ფრედერიკ პოლსენი (კერძო და საჯარო სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილებით), ოლივერ რუსო, საფრანგეთის საპენსიო სარეზერვო ფონდის მართვის გამოცდილებით. მაიკლ რიდლი, წამყვანი საინვესტიციო ბანკირი 37 წლიანი გამოცდილებით და ტიმო ვიჰერკენტა, ფინეთის სახელმწიფო საპენსიო ფონდის მოქმედი CEO, 20 მლრდ ევროს მოცულობის აქტივის მართვის გამოცდილებით. რისკის მართვის ოფიცერი ბაქარ მარუაშვილი
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss