| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი
(GBC) - სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მპკ-ის გამკაცრებით პოზიტიურ მოლოდინებზე და კურსის გამყარების ხელშეწყობაზე აცხადებს, რაც
ნფლაციის კლებას გამოიწვევს.
„სებ-ი ინფლაციის დაბალ ნიშნულის შენარჩუნებაზე ზრუნავს, ეკონომიკისა და
დასაქმების გრძელვადიანი ზრდის მისაღწევად. იანვარ-აგვისტოში ზრდაა 5% (წინასწარი მონაცემებით). ამის მთავარი ხელშემწყობი საგარეო მოთხოვნა იყო,
რაც ექსპორტისა და ფულადი გზავნილების ზრდაში გამოიხატა.
სექტემბერში, პირველად, ევროკავშირიდან მიღებულმა ტურისტულმა შემოსავალმა რუსეთიდან მიღებულს გადააჭარბა. გაზრდილია ტრანსფერებიც, რაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის (მადა) გაუმჯობესებაზე აისახება. H1/2019-ს მდგომარეობით მშპ-ს 4.6%-ია.
Standard & Poor’s-მა
ოქტომბერში საქართველოს საკრედიტო რეიტინგი BB-მდე
გაზარდა, რითაც Moody’s-სა და Fitch-ის მიერ
მანამდე გაუმჯობესებულ
რეიტინგებს გაუთანაბრდა.
მაკროეკონომიკური სტაბილურობის და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების ყველაზე კარგი ინდიკატორი საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგებია.
მიმოხილვაში
გვენეტაძე კურსი გაუფასურებაზე აღნიშნავს და ინფლაციზე წხეხის მოხსნისთვის მპკ -ს მიერ განაკვეთის +1% გადაწყვეტილებაზე
(23/10/2019)
სებ-ი 11/12/2019 -მდე დააკვირდება რამდენად სწრაფად ამოიწურება გაცვლითი კურსის გაუფასურების ეფექტი ფასებზე. ინფლაციას 3%-თან ახლოს - ზოგჯერ მის ზემოთ და ზოგჯერ მის ქვემოთ, საშუალოვადიან პერიოდში. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმში ფასების სტაბილურობა ყველაზე ნაკლები საზოგადოებრივი დანახარჯებით მიიღწევა, ხოლო გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა, სხვა ალტერნატიულ რეჟიმებთან შედარებით, ყველაზე მაღალი და მდგრადია. საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს და პროგნოზებსა და შეფასებებს მონეტარული პოლიტიკის განახლებული ანგარიშით წარუდგენს დაინტერესებულ საზოგადოებას”, - აცხადებს გვენეტაძე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss