ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სებ-მა კიბერ - რისკის თემაზე საერთაშორისო ვორქშოპს უმასპინძლა
1 ნოემბერი, 2019, 15:21
სებ-მა კიბერ - რისკის თემაზე საერთაშორისო ვორქშოპს უმასპინძლა

თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნული ბანკისა და ჰოლანდიის ცენტრალური ბანკის ორგანიზებით, გაიმართა საერთაშორისო ვორქშოპი თემაზე - "კიბერ-რისკი და კიბერმოქნილობა ფინანსური რეგულატორებისთვის".

შეხვედრა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გახსნა, რომელმაც თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა კიბერ-რისკის მართვის მზარდ მნიშვნელობაზე ფინანსური ინსტიტუტების ეფექტური ზედამხედველობის ფარგლებში.

შეხვედრაზე განიხილეს ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების "TIBER-EU" ჩარჩო, ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური ზედამხედველობის კიბერ-რისკთან დაკავშირებული მიდგომები, კიბერუსაფრთხოება საქართველოში. ასევე, ფინანსურ სექტორში კიბერ-რისკების მართვასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება გააზიარეს.

სამუშაო შეხვედრაში ევროპისა და კავკასიის რეგიონის 11 ქვეყნის - ჰოლანდიის, პოლონეთის, ისრაელის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ბოსნია და ჰერცეგოვინის, ხორვატიის, ბულგარეთის, რუმინეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და მონტენეგროს ცენტრალური ბანკებისა და საფინანსო საზედამხედველო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები