| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ტავ ურბან ჯორჯიამ 2018 წელს 164.1 მლნ ლარის მოგებაზე განაცხადა.
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების
მმართველ კომპანიას გასულ წელს შემოსავლები 214.2 მილიონიდან 250.9 მილიონამდე გაეზარდა.
წმინდა მოგების ზრდა წლიურ ჭრილში 7.5 მილიონს აღწევდა. საოპერაცო მოგება კი,
183.6 მილიონი იყო.
2019 წელს კომპანია შემოსავლებში 25%-იან კლებას
ელის.
ფინანსურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2018 წლის მონაცემებთან შედარებით 2019
წლის დაგეგმილი ზრდა როგორც მგზავრებში ისევე საჰაერო ტრაფიკის კუთხით იყო 12%. თუმცა
2019 წლის ზაფხულის პოლიტიკურმა მოვლენებმა და რუსულმა საჰაერო ემბარგომ სურათი მნიშვნელოვნად
შეცვალა.
არსებული პროგნოზით, რუსეთის საჰაერო ემბარგოს ეფექტი 2019 წლის
აგვისტოს მდგომარეობით -11% იყო ვიდრე 2019 წლის საწყისი ბიუჯეტირებული. კონსერვატიული
გათვლებით 2019 წლის ბოლოს მდგომარეობით მგზავრთა ნაკადი 1%-ით მცირე იქნება ვიდრე
2018 წლის მონაცემები.
„საერთო ჯამში 2019 წლის მონაცემები დაგეგმილთან შედარებით არასახარბიელო
იქნება. თუმცა 2019 წელსვე კომპანიამ დაიწყო აქტიური მოლაპარაკებები რამდენიმე საერთაშორისო
ავიაკომპანიასთან. 2019 წლიდან ოპერირებას იწყებენ ისეთი კომპანიები როგორებიცაა:
Air France; Air Malta; Uzbekistan Airlines და ასევე ოპერირებას ანახლებს
AtlasGLobal რაც იძლევა საშუალებას რომ რუსული ემბარგოს ნეგატური გავლენა შერბილდეს
უახლოეს პერიოდშივე“, - აცხადებენ ტავ ურბან ჯორჯიაში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss