| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - სარკინიგზო
- მულტიმოდალური გადაზიდვების განვითარებით, საქართველოს მთავრობის დაინტერესებაზე, ნათია
თურნავამ ლი სიაოპენგი ჩააყენა საქმის კურსში. ასევე ტრანსკასპიური
საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის -
შუა
დერეფნის გავლით რეგულარული ბლოკ-მატარებლების ინტენსივობის გაზრდაზე.
შუა სატრანზიტო დერეფნით 2018 წელს კონტეინრების გადაზიდვებმა 1332 TEUS- ს მიაღწია. 2019 წლის 9 თვეშ კი - 1215 TEU -ს. მან დერეფნის პერსპექტიულობაზე განაცხადა, 25.5% -იანი ზრდის არსებული სტატისტიკით. მინისტრის თქმით, სარკინიგზო მიმოსვლა ლიანიუნგანგის პორტიდან სტამბულამდე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. აღნიშნა სიანი-პრაღის საპილოტე ბლოკ-მატარებლის ოქტომბრის რეისზე..
სიანის ლოგისტიკური კომპანიები მოწადინებული არიან, ეს მიმართულება რეგულარული გახადონ. თურნავამ კოლეგას შუა დერეფნის პოპულარიზიის აქტივობები გააცნო, მათ შორის, პირდაპირი საკონტეინერო გემის მიმოსვლის დაწყება უკრაინასთან; მემორანდუმის გაფორმება რუმინეთსა და აზერბაიჯანთან, ბათუმსა და რუმინეთის პორტ კონსტანცას შორის რეგულარული საფიდერო მიმოსვლისთვის;
ბულგარეთთან საბორნე მიმოსვლის სიხშირის გაზრდისთვის მუშაობაზე, შავ ზღვაზე შეუფერხებელი მიმოსვლის უზრუნველყოფისთვის, რაც ევროპულ ბაზარზე წვდომას გაზრდის.
„გვაქვს ამბიცია, შუა დერეფანი ევროპასთან ვაჭრობისთვის ჩინეთის პრიორიტეტულ მარშრუტებში მოხვდეს,“ - განაცხადა მინისტრმა.
ლი სიაოპენგმა გაიზიარა კოლეგის შეთავაზება, მუდმივმოქმედ სამუშაო ჯგუფის შექმნაზე.შუა დერეფნის შესაძლებლობების გაზრდისთის.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss