| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ალგეთის ეროვნული პარკის დაშბაშის კანიონის პოპულარობა იზრდება, როგორც ქართველ, ისე უცხოელ ვიზიტორებში.
კანიონის ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. დაცული ტერიტორიების სააგენტომ კანიონზე უსაფრთხო ტურიზმის განვითარების მიზნით, უკვე დაიწყო ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები.
ტერიტორიაზე მოეწყობა ბილიკები, ხიდები, აშენდება ვიზიტორთა ცენტრი.
დაშბაშის კანიონზე
240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდის მოწყობა ჯერ კიდევ
წლის დასაწყისში დაანონსდა. ითქვა, რომ კანიონზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში
აუქციონზე გამარჯვებული კომპანია "კასს ლენდი"
50-60 მლნ დოლარის ინვესტიციას ჩადებს.
შუშის ხიდზე იქნება ბარი. მოეწყობა ზიპლაინი, რესტორანი, სასტუმრო. მოეწყობა სივრცე მუსიკალური ფესტივალისთვის, სადაც 100 ათასამდე ადამიანის დასწრება იქნება შესაძლებელი.
პროექტის დასრულება 2020 წლის ივლისში იყო დააანონსებული.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss