| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - გაუფასურებული ლარიდან ინფლაციაზე წნეხი 200,000-იანი ჭერის შემცირებით მოიხსნება. ეს სასარგებლოა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების და მთავრობის შიდა ვალის ზრდის გათვალისწინებითაც. დედოლარიზაცია სასარგებლოა ეკონომიკისთვის, თუმცა მომავალში, ინფლაცია როცა დაიკლებს.
პარლამენტის თავმჯდომარემ 2020 ბიუჯეტის განხილვაზე ფინანსთა მინისტრს უთხრა, რომ სავალუტო სესხზე ₾ 200 000 ჭერის ₾100 000-მდე დაწევის დრო დადგა.
მინისტრმა ახსნა, რომ ზღვარი მოწყვლადობის მოხსნისთვის იყო შემოღებული, ფინანსებზე წვდომის შესაფერხებლად, მოწყვლადი კატეგორიის დასაცავად. დასაშვებად მიაჩნია, რომ ვალუტის მიწოდებაზე რაღაც შეზღუდვა მოიხსნას, მაგრამ არა ყველასთვის.
სასესხო რეგულაციები კი (უზრუნველყოფის და შემოსავლიანობის კრიტერიუმები), მაღალი ინფლაციის პირობებში, არ გადაიხედება. სამომავლოდ,არ გამორიცხავს, როცა ინფლაცია დაიწევს. აღნიშნა, რომ რეგულაცია დეფლაციური ბუნებისაა, მხოლოდ ეკონომიკის ზრდაზე ასახვადი. და კურსზე წნეხს არ გამორიცხავს.
რეგულაციებზე პარლამენტში მომავალ კვირასაც იმსჯელებენ, სებ-ის მენეჯმენტთან ერთად, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განხილვაზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss