ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ვიცე-სპიკერი 6 დეპუტატთან ერთად უმრავლესობას ტოვებს
14 ნოემბერი, 2019, 14:02
ვიცე-სპიკერი 6 დეპუტატთან ერთად უმრავლესობას ტოვებს

თბილისი (GBC) – საკონსტიტუციო კანონის ჩამგდებ დეპუტატებს ოცნება არ გარიცხავს, - გუნდის ერთიანობის შენარჩუნებაზე 101 დეპუტატის მხარდაჭერილი  ცვლილებების ჩაგდების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვალს 113 ხმა  სჭირდებოდა, 141 დეპუტატიდან 3-მა (კოიანი, ხუნდაძე, ოქრიაშვილი) მხარი არ დაუჭირა. დანარჩენებმა თავი შეიკავეს: კიკნაველიძე, კობალაძე, კოპალიანი, კოპაძე , ლურსმანაშვილი, მანუკიანი, მაჭარაშვილი, მახათაძე, მეზურნიშვილი, მეშველიანი მირზოევი,მხეიძე, ნავერიანი, ჯაფარიძე, აბუსერიძე, ბერაია, ბოლქვაძე, გულორდავა, ენუქიძე,  ჭკუასელი, ზურაბიანი, თოლორაია, პოღოსიანი, სონღულაშვილი, ქვარაია, ყაველაშვილი, შიოლაშვილი, ჩანქსელიანი, ჩრდილელი, წილოსანი...


„ამ სპექტაკლს არავინ ჭამს, ცვლილებებს იმ კატეგორიამ არ დაუჭირა მხარი,  ვინც ყველა მთავრობას ხმას აძლევს“, - გიგა ბოკერია უმცირესობაში კონსულტაციების დაწყებაზე აცხადებს. შეთანხმდებიან ბოიკოტირებაზე.

„გავრილოვის ღამე სანატრელი გაუხდებათ. ვერც ერთი დეპუტატი ცხვირს ვერ შემოყოფს დარბაზში“, - რომან გოცირიძე დესტაბილიზაციას  ელის.


უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები 7-მა დეპუტატმა დატოვა, მათ შორი  თამარ ჩუგოვილმა ზაზა ხუციშვილმა, ირინა ფრუიძემ.

ნულოვანი ბარიერით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იგეგმებოდა, თუმცა 20-21 ივნისის გავრილოვის ღამის შემდეგ, ოცნების თავმჯდომარემ  2020 წლისთვის გადმოტანაზე განაცხადა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები