| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თიბისი ბანკმა უზბეკეთის ბაზარზე ოპერირების ლიცენზიის მისაღებად იქაურ მარეგულირებელს ოფიციალურად მიმართა, რის შესახებაც TBC Bank Group PLC დირექტორის მოადგილემ ლონდონში განაცხადა და შეფერხება თიბისის მიმართ წელს განვითარებული მოვლენებით ახსნა. ბანკის გახსნის წინასწარ უფლებას წლის ბოლოსთვის ელიან. აღნიშნავენ, რომ ამის შემდეგ მთელი რიგი ვალდებულბებია კიდევ შესასრულებელი.
შაგიძე ზუსტყთარიღს ვერ ასახელებს, რადგან არ გამორიცხავს, რომ მარეგულიებელ;ს დამატებითი კითხვები გაუჩნდეს, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა 2020 წლის მე-2 ნახევრისთვის თიბისი ბაზრის სრულუფლებიანი წევრი იქნება.
«კარგი სიახლეა ის, რომ ჩვენს გვაქს Payme და ვიზრდებით,
ახალ ახალი პროდიქტებით „ - შაგიძე Payme-ის უპრეცედენტო ზრდაზე
აცხადებს, კლიენტების 10.4%
-იიან(Q.Q) მატებაზე 1.6 მლნ-მდე. შემოსავალი
12.4%-ით 2.2 მლრდ -მდეა გაზრდილი.
გიორგში შაგიძემ უზბეკეთის ბაზართან დაკავშიერებულ სხვა ინიციატივებზეც განაცხადა, რომელსაც მალე შევიტყობთ.
უზნბეკეთის ბაზრის მარეგულირებელს თიბისი წელზე მეტია ესაუბრება, 4 მილიონამდე მოსახლეობის მქონე საქართველო, კერძოდ თიბისი ჯგუფი, 32.8 მილიონიან უზბეკეთში, სექტორში უპრეცენდენტო ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს 100 მლნ-ის ოდენობით.
ბაზარზე თიბისი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, საერთასორისო საფინანსო კორპორაციის მხარდაჭერით შედის.
თიბისი ჯგუფი უზბეკეთის საბანკო სფეროში ციფრულ
პროდუქტებზე აპირებს პოზიციონირებას. $5.5 მილიონად გადახდის წამყვანი პლატფორმა
Payme-ს 51%, დარჩენილ წილს 2023 წლისთვის გამოისყიდის.
ამ ტრანზაქციით ჯგუფი TBC Group-ის და მისი შვილობილი
კომპანიების მომხმარებელთა რაოდენობის 50%-ზე მეტით, 3.7 მილიონამდე გაზრდას
გეგმავს.
ლიცენზიას მიღებამდე ძირითადი ბანკინგის იმპლემენტაციაზე, გუნდის ფორმირებაზე და ფილიალის კონცეფციაზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss