| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - კიდევ ერთი ტექნოლოგიური სიახლე მაგთისგან - eSIM (Embedded SIM) სპეციალური მიკროჩიპია, რომელიც ჩაშენებულია მოწყობილობაში და კლასიკური SIM ბარათის ფუნქციას ასრულებს.
ჩვეულებრივ SIM ბარათთან ერთად შესაძლებელია eSIM-ის გააქტიურება და ორი ნომრით ერთდროულად სარგებლობა.
არსებული ნომრისთვის eSIM-ის გააქტიურება შესაძლებელია ვებ-გვერდიდან www.MyMagti.com, ასევე - მომსახურების ნებისმიერ ოფისში.
ახალი ნომრით eSIM-ის გააქტიურება კი ხდება მაგთის ოფისებში,
ერთჯერადი QR კოდის საშუალებით.
eSIM-ის მხარდაჭერა აქვს საქართველოში Apple-ის ოფიციალურ რესელერებთან შეძენილ შემდეგ უახლეს მოდელებს:
- iPhone XR
- iPhone XS
- iPhone XS MAX
- iPhone 11
- iPhone 11 Pro Max
- iPhone 11 Pro
eSIM-ის მხარდაჭერა შესაძლოა ჰქონდეს სხვა მოდელებსაც,
თუმცა ამის დაზუსტება კონკრეტული მოდელის მწარმოებელთან იქნება საჭირო.
eSIM-ის
დანერგვას ყოველდღიურობაში შემოაქვს მახასიათებლები, რომლებსაც მობილური
კავშირგაბმულობის ეკოსისტემის მონაწილეთა უმეტესობა დადებითად აფასებს. მაგთიკომი,
ტრადიციულად, მსოფლიოში დანერგილ ტექნოლოგიურ სიახლეებს პირველი სთავაზობს თავის მომხმარებელს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss