| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - Carrefour-ი მომხმარებელს ტექნიკისა და ავეჯის შესაძენად შიდა განვადებას სთავაზობს. სერვისით „ლეი-ბაი“ სარგებლობა ყველას შეუძლია, ვისაც სურს 200 ლარზე მეტი ღირებულების ნივთის შეძენა. პირველადი შენატანი 20%-დან. შეზღუდულია სარგებლობის პერიოდი და მხოლოდ 90 დღით განისაზღვერება, შესაბამისად, თანხის დაფარვა 3 გადახდით სრულდება, საპროცენტო განაკვეთი 0%.
აღსანიშნავია, რომ კომპანია აფიქსირებს შერჩეული საქონლის სარეალიზაციო ფასს პირველადი გადასახდელის გადახდის დღეს. ტექნიკასა და თუ ავეჯზე ფასის გაზრდის შემთხვევაში, მომხმარებლისთვის ფასი დარჩება უცვლელი. ფასის შემცირების შემთხვევაში, მომხმარებლისთვის ფასი შემცირდება.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი შეწყვეტს ხელშეკრულებას საფასურის სრულად გადახდამდე, ან მომხმარებელი ვერ უზრუნველყოფს საქონლის საფასურის სრულად გადახდას პირველი გადახდიდან 90 დღეში, კარფური უფლებას იტოვებს დააკისროს მომხმარებელს პირგასამტეხლო.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss