| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - კლდეზე დაკიდული სასტუმრო (კაფსულა) ექსტრიმის მოყვარულებისთვის, საფესტივალო სივრცე, ტურისტული ბილიკები, თავშესაფრები და გასართობი ატრაქციები ბუნებაში – აჭარაში, ჭვანის ხეობაში დაგეგმილი აქტივობებია.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მომზადებული კონცეფციით ჭვანაში ინფრასტრუქტურა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის ტერიტორიიდან წისქვილების სოფლამდე უნდა მოეწყოს.
"2020 წლიდან ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება დაიწყება. წისქვილების სოფლამდე, ასევე გარდამავალი ტურისტული მარშრუტები მოეწყობა. ხეობა საინტერესო ტურისტული მიმართულებად ჩამოყალიბდება, მათთვის ვისაც ეკოტურიზმი, კულტურული ტურიზმი და სათავგადასავლო ტურიზმის იზიდავს", - აღნიშნა დეპარტამენტის თავმჯდომარემ თინათინ ზოიძემ.
ჭვანას ხეობა ბათუმიდან 58 კმ -შია. რეგიონში ფოლკლორითა და მუსიკალური ტრადიციებით გამორჩეული ადგილი, სადაც დამთვალიერებელი ადგილობრივ კერძებს, თაფლს და ხილს დააგემოვნებს. ხეობა ჩანჩქერებით, ისტორიულ-კულტურული ძეგლებით და ტრადიციებით. გამორჩეულია ხაბელაშვილების 3 საუკუნის ხის ხიდი - კულტურული მემკვიდრეობი ძეგლი. ფუნქციონირებს ფანდურების სახელოსნოც, სადაც მუსიკალური ხელსაწყოს შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss