| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

ქართველ მეზღვაურთა დასაქმების ხელშესაწყობად, გერმანიის და ბრაზილიის შემდეგ, საქართველომ მემორანდუმი ქუვეითთანაც გააფორმა, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 31-ე სესიის ფარგლებში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა ქუვეითთან მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების მემორანდუმს მოაწერა ხელი.
განიხილეს საქართველოს შესაძლებლობა, კვალიფიციური მეზღვაურებით მომარაგდეს ქუვეითის დროშით მცურავი გემები. აღინიშნა მათი პროფესიონალიზმი.
“დღეს დასაქმების კიდევ ერთი ბაზარი გაიხსნა საქართველოს მეზღვაურებისთვის”
- განაცხადა თამარ იოსელიანმა შეხვედრის შემდეგ.
ქუვეითის დროშით 300-მდე გემი ( 2,4 მლნ ტ -სუფთა, 4 მლნ - დედვეითი)
დაცურავს. ფლოტის დიდ ნაწილს კი თანამედროვე, ახალი გემები შეადგენს, რომელთა
უმეტესობა ტანკერია. “
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss