| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - IMF საქართველოს კრიპტოვალუტების ვაჭრობის საგარეო სავაჭრო ბალანსში აღრიცხვას ურჩევს.
ფონდის მისიის ანგარიშით, საქართველო მსოფლიოში კრიპტოვალუტების მოპოვების მოცულობით მე-4 ადგილს იკავებს. ფონდის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ მომპოვებელ და ვაჭრობით დაკავებულ მსხვილ კომპანიებს, მათთან უნდა დაიწყოს მუშაობა ქვეყნიდან არარეზიდენტი პირების მიერ კრიპტოვალუტების შესყიდვის მონაცემების აღრიცხვაზე - ანუ საუბარია ბიტკოინების ექსპორტზე.
„ფონდის მიმდინარე პროგრამის პარალელურად, ჩვენი მისია საქართველოში არაერთი მიმართულებით მუშაობს. ერთ-ერთი სტატისტიკის გაუმჯობესებას უკავშირდება. კონსულტაციას ვუწევთ მთავრობას მიმდინარე ანგარიშის დათვლის (მადა) მეთოდოლოგიის გაუმჯობესებისთვის. ბევრს მსჯელობენ კრიპტოვალუტების სტატისტიკის წარმოებაზე. ამ საკითხზე აქტიურად ვმსჯელობთ საერთაშორისო სავალუტო ფონდშიც. ვაცნობიერებთ, რომ კრიპტოვალუტების მოპოვება და ვაჭრობა უნდა აისახოს საქართველოს ოფიციალურ სტატისტიკაში. კრიპტოვალუტები მნიშვნელოვან ნაწილს იკავებს ქვეყნის ეკონომიკაში.
ამიტომ ვიწყებთ მუშაობას, რომ დავადგინოთ რა წილი უკავია ციფრულ ვალუტებს საგარეო ვაჭრობაში. ცნობილია, რომ კრიპტოვალუტების ტრანზაქციების უმეტესობა არარეზიდენტ პირებზე მოდის. უნდა გავიგოთ რა წილი უკავია ამ ტრანზაქციებს ქვეყნის მშპ-ში.
კრიპტოვალუტების აქტიურ მოპოვებას და ვაჭრობას ქვეყნისთვის აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. თუ დიდი მოცულობით გაედინება, მაშინ რატომ არ უნდა აღირიცხოს ექსპორტში? გარდა ექსპორტისა ვიცით რომ მსხვილი მოცულობით ხდება კრიპტოვალუტების მოპოვებისთვის საჭირო აღჭურვილობის იმპორტიც, რომელიც ოფიციალურ სტატისტიკაშიც ჩანს“, - ამბობს მერსედერ ვერა მარტინი, IMF-ის მისიის ხელმძღვანელი „მაესტროს ბიზნესთან“ საუბრისას.
შარშან სებ-მა პირველად დათვალა ქვეყანაში ელექტრონული საფულეების რაოდენობა. შედეგები - 2018 წლის ბოლოსთვის საგადახდო მომსახურების პროვაიდერების მიერ 5 300 00 ელექტრონული საფულე იყო გახსნილი, სადაც 2 100 000 ლარის ღირებულების ფულადი სახსრები იყო განთავსებული.
ფონდის რეკომენდაციით წელს სებ-მა არარეზიდენტების მიერ საქართველოში გახსნილი ელექტრონული საფულეების დათვლაც უნდა დაიწყოს.
ფონდმა უკვე შეიმუშავა სპეციალური კითხვარი, შესაბამისი უწყებების სახელმძღვანელოდ. მოიცავს გამომუშავებული ბიტკოინის რაოდენობის აღრიცხვას კონკრეტული პერიოდისთვის, ასევე მათი ღირებულების, გარკვეული თარიღისთვის არსებული კურსით. ასევეა არარეზიდენტი პირების მიერ შესყიდული ბიტკოინის მოცულობა.
(მაესტრო)
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss