| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ლელოს დამფუძნებელი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს და მის ოცნებას საქართველოში მომავალი არ აქვს. მამუკა ხაზარაძემ თიბისის საქმეზე სასამართლო სხდომის შემდეგ თქვა, რომ არ დაიღლება სასამართლოში სიარულით და გამოსავალი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის საქართველოდან წასვლაა.
„გამოსავალი ერთია, ივანიშვილმა უნდა გაიაზროს და დატოვოს ქვეყანა. მისი რუსული მენტალობით, იმ მეთოდებით, რომლითაც ის ქვეყანას მართავს, საქართველოს მომავალი არ გააჩნია", - განაცხადა ხაზარაძემ. ლელოს დამფუძნებელი ზღაპრებს და ფანტაზიას უწოდებს ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს.
"ვისითაც გვაშინებს იმას ელაპარაკოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ჩვენ დაგვანებოს თავი. ჩვენ ავაშენებთ ახალ ქვეყანას. შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს და ეს ქვეყანა იქნება წარმატებული“,-განაცხადა ხაზარაძემ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss