| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - „ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევა
სექტორის ზრდის პოტენციალის განსაზღვრისთვის საკმარის საფუძველს გვაძლევს. ჩვენი
პროგნოზით, ორგანიზებული მოთამაშეების გაყიდვები მომდევნო 5 წლის განმავლობაში 5,5
მილიარდ ლარამდე გაიზრდება, რაც ორგანიზებული ბაზრის წილის 13%-ით გაზრდას და
600-ზე მეტ ახალ ქსელურ მაღაზიას ნიშნავს. თუ წინა წლებში ზრდა უმეტესწილად
დედაქალაქზე მოდიოდა, ბაზარი ამ ეტაპზე რეგიონების მიმართულებით უფრო
გააქტიურდება, რასაც ხელს უწყობს ზრდადი ტურიზმი”, - განაცხადა „თიბისი კაპიტალის“ კვლევების
უფროსმა თორნიკე კორძაიამ
კვებისა და სწრაფი მოხმარების
პროდუქციის - FMCG სექტორის საინვესტიციო ანალიზი თიბისიმ გასულ კვირას წარადგინა. მიზანი კომპანიებთან და პოტენციურ
ინვესტორებთან ერთად ბაზრის მიმდინარე მდგომარეობის მიმოხილვა და სექტორული
ანალიზია.
ანალიტიკოსების 2019 წლის ბოლოსთვის
FMCG სექტორის გაზრდას ელიან, ₾9,4 მილიარდამდე.
ორგანიზებული მოთამაშეები -
ბრენდირებული სავაჭრო ქსელები, ბაზრის 28%-ს დაიკავებს.
თიბისი კაპიტალი (თიბისი ბანკის შვილობილი) საინვესტიციო საბანკო
მომსახურებას ეწევა (საფინანსო კონსულტაცია,
სარეიტინგო მომსახურება, ობლიგაციებისა და აქციების ემისია, საინვესტიციო კვლევითი
და საბროკერო საქმიანობა).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss